„სმარტი“ ახალი ფორმატით განვითარებას განაგრძობს - „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მორიგი ობიექტი გაიხსნა

„სმარტი“ ახალი ფორმატით განვითარებას განაგრძობს - „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მორიგი ობიექტი გაიხსნა

access_time2018-11-02 11:20:00

„სმარტმა“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ მორიგი  სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე გახსნა. მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 60-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს. 

 

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა ზუგდიდში, ბათუმში, თერჯოლაში, რუსთავსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გახსნის ობიექტებს და მომხმარებლისთვის მგზავრობისა და განახლებული ასორტიმენტის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეძენისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შექმნის.

 

ახალ გახსნილ „სმარტში“ მომხმარებელს წამახალისებელი აქციაც ელის. იტალიურ ყავა „ტრუჩილოს“ შეძენის შემთხვევაში მათ საჩუქრად გადაეცემათ „სმარტის“ წარმოების უგემრიელესი პლიე. 

 


„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო. ფართო ფორმატის სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეელოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება პატარა და საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა. ცნობისათვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.

 

„ვისოლის“ სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოჩენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. სუპერმარკეტებში მომხმარებელს კომპფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. 


R



თეგები:
სმარტი



"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up