სმარტფონი – მოთხოვნების დაკმაყოფილების პოპულარული საშუალება

სმარტფონი – მოთხოვნების დაკმაყოფილების პოპულარული საშუალება

person access_time2016-10-02 10:00:47

იმისათვის, რომ გაეგოთ, როგორ სარგებლობენ მომხმარებლები მობილური მოწყობილობებით, „გუგლმა" თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე თხოვდა თავის 1000 მომხმარებელს ანკეტის შევსებას. კვლევის მიზანი იყო უკეთ გაეგოთ მომხმარებლის მოთხოვნები და რამდენად აკმაყოფილებს მათ სმარტფონები. კვლევის შედეგები მოიცავს 14,000-ზე მეტ პასუხს, რაც ასახავს როდის უნდათ ადამიანებს ინფორმაციის მიღება, ყიდვა, ნახვა ან სხვა აქტიობა.

 


გუგლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველდღიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ყველაზე პოპულარული მოწყობილობა სმარტფონი აღმოჩნდა. რესპოდენტთა 96%-მა განაცხადა, რომ მათ ტელეფონი გამოიყენეს. მაშინ როდესაც პლანშეტი მხოლოდ 33%-მა, ხოლო ლეპტოპი 73%-მა გამოიყენა (ყოველმა მეორე რესპონდენტმა განაცხადა, რომ ერთზე მეტი მოწყობილობა მოიხმარა). რესპონდენტების 92%-მა, ვინც ინფორმაცია ტელეფონით მოიძია, ერთი დღის განმავლობაში გააკეთა შესყიდვა.

 


გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სმარტფონს მიანიჭეს უპირატესობა, რადგან ის ყველაზე ახლოს იყო განთავსებული და იმ დროისთვის სხვა საშუალებებთან შედარებით მარტივად გამოიყენებდნენ.

 


იმას, რაც ჩვენ მომხმარებლის ყოველდღიურობაში აღმოვაჩინეთ, უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ," განაცხადა „გუგლის" მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა ლიზა გეველბერმა. "მობილურზე გადასვლა არამხოლოდ ტენდენციის, არამედ მომხმარებლის ქცევის დრამატული ცვლილების ნიშანია."

 


„გუგლის" მიერ მოყვანილი ერთ-ერთი მაგალითის მიხედვით, ყვავილების მიტანის სერვისმა, Teleflora-მ კამპანიის ოპტიმიზაციისათვის ფოკუსი გააკეთა იმ საძიებო წინადადებებზე, რომელშიც შედიოდა ფრაზა - „ჩემთან ახლოს". ამის შედეგად მათი მობილური ტრაფიკი გასამმაგდა, ხოლო გადასვლების სიხშირე 14%-ით გაიზარდა.


 


აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა სმარტფონები არამარტო დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებელ მოთხოვნებისათვის გამოიყენეს, არამედ დღის სხვა მონაკვეთში, ან სამომავლოდ გათვალისწინებული საჭიროებებისთვისაც.

 


გეველბერის აზრით, მარკეტერებისათვის ძიება ქვედა პანელისკენ მიმართულ მეთოდს აღარ წარმოადგენს. მისი თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ძიება შესყიდვის პროცესის საწყის ეტაპში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბევრს მიაჩნდა.

 


საინტერესოა, რომ ის რაც მომხმარებლებს, ჩვენ და ჩვენს კლიენტებს გვინდა იდეალურად ეწყობა ერთმანეთს," აცხადებს გეველბერი. "მომხმარებლებს ყოველთვის რელევანტური ძიების შედეგები უნდათ, კომპანიებს კი უნდათ, რომ მიწვდნენ ადამიანს, ვინც მართლა დაინტერესებულია იმით, რასაც სთავაზობენ."

 


დემოგრაფიულ ჭრილში აღინიშნებოდა განსხვავებები. მაგალითად უფრო დიდი შანსია, რომ ქალი პირდაპირ დაუკავშირდეს კომპანიას (41%) ვიდრე კაცი (33%). მილენიალები უფრო ხშირად იყენებენ SMS და სამესიჯო აპლიკაციებს (47%), ვიდრე სხვა თაობები (36%).მიუხედავად იმისა, რომ მინელიანებზე ხშირად ამბობენ რომ ტექნოლოგიებში უფრო კარგად ერკვევიან, „გუგლის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 35 წელს გადაცილებული მომხამრებლები უფრო მეტად შედიან მაღაზიის ვებ-გვერდზე და იწერენ აპლიკაციას (80%), ვიდრე მილენიალები (70%).

 


თუმცა შედეგები არ იყო ყველა ინდუსტრიისთვის სასიამოვნო: რესპონედნტების მხოლოდ 10%-მა განაცხადა რომ როდესაც რაიმე სჭირდება მიმართავს გაზეთებს, ჟურნალებს ან წიგნებს, ხოლო 29%-მა განაცხადა რომ პირდაპირ ადამიანს ეკითხება. ასე რომ თუ თქვენს მეგობარს ეწყინება როდესაც ეტყვით „ნუ მეკითხები, დაგუგლეო" შეგიძლიათ აუხსნათ, რომ უკვე თითქმის ყველა აკეთებს ამას.

 


აქტივობები რომელსაც მიმართეს მომხმარებლებმა რომ დაეკმაყოფილებინათ თავის მოთხოვნები:

 


 



გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up