სმარტფონების მიწოდება მეოთხე კვარტალში რეკორდულად - 18.3%-ით შემცირდა

სმარტფონების მიწოდება მეოთხე კვარტალში რეკორდულად - 18.3%-ით შემცირდა

access_time2023-01-27 09:00:53

მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (IDC) მონაცემებით, მსოფლიოში სმარტფონების მიწოდება 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,3%-ით - 300,3 მილიონ ერთეულამდე შემცირდა.

  

2022 წლის ბოლოს გაყიდვები 11,3%-ით შემცირდა და 1,21 მილიარდი ერთეული შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი წლიური მოცულობა 2013 წლის შემდეგ, რაც გამოწვეულია სამომხმარებლო მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირებით, მაღალი ინფლაციითა და ეკონომიკური გაურკვევლობით.

 

IDC 2023 წლის ბაზრის 2.8%-იან აღდგენას ელოდა. თუმცა, მეოთხე კვარტლის ძალიან სუსტი შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროგნოზს და დიდი ალბათობით, გაუარესდება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

„ჩვენ არასდროს გვინახავს სადღესასწაულო კვარტლის გაყიდვები წინა კვარტალზე დაბალი. თუმცა, დაბალმა მოთხოვნამ და დიდმა მარაგმა აიძულა მომწოდებლები მკვეთრად შეემცირებინათ მიწოდება, - განაცხადა IDC Worldwide Tracker-ის კვლევის დირექტორმა ნაბილა პოპალმა.

 

სამხრეთ კორეის Samsung Electronics-მა შარშან გაყიდვები 4,1%-ით შეამცირა, მაგრამ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებს შორის ლიდერად დარჩა და ბაზრის წილი 21,6%-მდე გაზარდა;

 

ამერიკული Apple Inc.-ის მიწოდებაც ასევე 4%-ით შემცირდა, მაგრამ მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 18,8%-მდე გაიზარდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩინური Xiaomi-ს, OPPO-ს (BBK Electronics-ის განყოფილება) და vivo-ს გაყიდვები უფრო მეტად - შესაბამისად - 19.8%-ით, 22.7%-ით და 22.8%-ით დაეცა.


სმარტფონების 2022 წლის გლობალური მიწოდება ასეთია:

 

Samsung - 260.9 მლნ ერთეული, რაც 2021 წელთან შედარებით (272.1 მლნ) 4.1%-ით ნაკლებია. ბაზრის წილი 21.6%-ია (2021 წელს - 20.0%);

 

Apple - 226.4 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (235.8 მლნ) მინუს 4.0%. ბაზრის წილი 18.8%-ია (2021 წელს - 17.3%);

 

Xiaomi - 153.1 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (191 მლნ) მინუს 19.8%. ბაზრის წილი 12.7%-ია (2021 წელს - 14.0%);

 

OPPO - 103.3 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (133.6 მლნ) მინუს 22.7%. ბაზრის წილი 8.6%-ია (2021 წელს - 9.8%);

 

Vivo – 99 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (128.3) მინუს 22.8%. ბაზრის წილი 8.2%-ია (2021 წელს - 9.4%).






ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up