სმარტფონების კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

სმარტფონების კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

access_time2021-03-26 14:10:00

ჩინური სმარტფონების კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს. კომპანია პირველი ელექტრომობილის გამოშვებას 2023 წლისთვის აპირებს. ამის შესახებ Reuters-ის პეკინის ბიურო ინფორმაციას ჩინური კომპანიის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.



Xiaomi ელექტრომობილს Great Wall Motor-ის ქარხანაში ააწყობს. აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Xiaomi-ის აქციების ფასმა 9%-ით მოიმატა, ხოლო ავტომწარმოებელი Great Wall Motor-ის ჰონგ კონგის აქციების ფასმა 15%-ს გადააჭარბა, შანხაიში კი მაქსიმალურ დღიურ ლიმიტს - 10%-ს მიაღწია. Great Wall Motor, რომელსაც მანამდე საწარმოო მომსახურება არც ერთი კომპანიისთვის არ შეუთავაზებია, მზადაა პროექტის დაჩქარების მიზნით Xiaomi-ს საინჟინრო კონსულტაციები გაუწიოს. ორივე კომპანია პარტნიორობის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას შემდეგი კვირის დასაწყისში გეგმავს.



ელექტრომობილების გამოშვებით Xiaomi-ს სურს სმარტფონების ბიზნესიდან თავისი შემოსავლების დივერსიფიკაცია მოახდინოს, რადგან სმარტფონებიდან კომპანიის მოგების მარჟა დიდი არაა. ამის მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ჩიპების დეფიციტი და მათი ფასების ზრდაა. ორი კომპანიის პარტნიორობა განაპირობა იმანაც, რომ ტექნოლოგიური ფირმებისა და ავტომწარმოებელბის თანამშრომლობა უკვე ტენდენციაა, რომლის მიზანიცაა ე.წ. ჭკვიანი მანქანების შექმნა „ჭკვიანი კაბინითა“ და ავტონომიური მართვით. ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალაითია ჩინური საძიებო სისტემის პროვაიდერ Baidu-სა და ავტომწარმოებელ Geely-ის პარტნიორობა. Reuters-ი წერდა, რომ ელექტრომობილების შექმნის ამბიცია Apple-ს და Huawei-საც აქვთ.




Great Wall Motor-ი ჩინეთში პიკაპების მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა და ქალაქ ბაოდინშია განთავსებული, თუმცა გერმანულ ავტოკონცერნ BMW-სთან ერთად ელექტრომობილების ქარხანას პეკინშიც აშენებს. P-სერიის პიკაპებისა და Ora-ს ელექტრომობილების პოპულარობის შედეგად კომპანიამ გასულ წელს 1,11 მლნ ავტომობილი გაყიდა.



BPN.GE





თეგები:
Xiaomi



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up