სმარტფონები ნარკოტიკების ნაცვლად – როგორ შეცვალა Google-მა რიო დე ჟანეირო

სმარტფონები ნარკოტიკების ნაცვლად – როგორ შეცვალა Google-მა რიო დე ჟანეირო

person access_time2016-08-21 11:00:45

როგორ შეცვალა Google-მა რიო დე ჟანეირო – ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს „ბი ბი სი“ და წერს, რომ რიოში დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყოველი ხუთიდან ერთი ადამიანი ქალაქის ღარიბ რაიონებსა და უბნებში, ფაველებში ცხოვრობს. ფაველების სიდიდის მიუხედავად, ისინი Google-ის რუკაზე დატანილი არასდროს ყოფილა. რვა წლის წინ, როდესაც რიომ 2016 წლის ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა, 27 წლის კრიშტიანო ბენტო რიოს ფაველებში ექსტაზსა და მეტამფეტამინს ყიდდა. ამ გზით იგი თვეში 15,000 რეალს, ანუ 4734 დოლარს გამოიმუშავებდა – 20-ჯერ მეტს, ვიდრე საშუალო ხელფასია ბრაზილიაში.


აღნიშნული საქმიანობით ბენტო 17 წლიდან იყო დაკავებული და 10 წლის განმავლობაში იგი ნარკოსამყაროში მაღალ იერარქიებზეც ავიდა. ყველაფერი 2008 წელს შეიცვალა, როდესაც ქალაქის მერად ედუარდო პაე აირჩიეს. პაემ ქალაქს ახალი გეგმა, სახელწოდებით „დამშვიდება“ წარუდგინა. ნარკობარონების დევნის შედეგად სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ბენტოს მსგავს ადამიანებს ნარკოტიკებით ვაჭრობის ნაცვლად სხვა საქმით დაკავება მოუწიათ. 


როგორც აღვნიშნეთ, ფაველები Google-ის რუკაზე მონიშნული არასოდეს ყოფილა. ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად Google-მა რიოში არსებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად და 100 ადგილობრივის დახმარებით (მათ შორის იყო კრიშტიანო ბენტო) 26 ფაველას სქემის შედგენა დაიწყო. პროექტს Tà no Mapa („რუკაზე“) ეწოდებოდა. შერჩეული იყო სპეციალურად ის ფაველები, რომლებიც შედარებით უსაფრთხოდ ითვლებოდა. Google-ს აქვს აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლების ჩართულობით Google Map-ს ახალ დეტალებს სძენს. Google-მა ზემოთაღნიშნულ 100 ადამიანს ტრენინგი ჩაუტარა, სმარტფონები დაურიგა და მინიმალური ხელფასიც დაუნიშნა. რუკების შემდგენლებმა თავისი ცოდნისა და ბიზნესის მფლობელებთან ჩატარებული ინტერვიუების დახმარებით Google Map-ზე 3,000-ზე მეტი ლოკაციის დამატება შეძლეს. 



„რუკაზე აღვნიშნავდით ყველა ადგილს, რომელიც შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო მომხმარებლისთვის: სკოლებს, ბანკებს, ეკლესიებს, საჯარო სივრცეებს (როგორიცაა მაგალითად პარკი), საფეხბურთო მოედნებსა და ა.შ.“ – განაცხადა ბენტომ. 


თავდაპირველად ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ყოყმანობდა - სურდა თუ არა ბიზნესის რუკაზე განთავსება. თუმცა როდესაც მათ რუკის შემდგენელებისგან პროექტის არსის შესახებ მეტი გაიგეს, შემოთავაზებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. Google-ის პროექტს დადებითი შედეგები უკვე მოჰყვა და ამას ბენტოც აღნიშნავს: „მაგალითისთვის ავიღოთ საცხობი Padaria Vitoriosa. მისი არსებობის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა და პროდუქციის შესაძენად ქალაქში ჩადიოდნენ,“ – ამბობს იგი. რუკაზე დატანილმა ბიზნესლოკაციებმა (მაღაზიები, ბარები, რესტორნები და სასტუმროები) რიოს ყოველწლიური კარნავალის შედეგად მოგება უკვე მიიღეს. 

 

მათი მფლობელები ასეთივე მოგებას ოლიმპიადის შედეგადაც ელოდებიან. ბარმა სახელწოდებით Bar do David, რომელიც ტრადიციული ფაველას კერძებით არის განთქმული, New York Times-ისა და Time Out-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა. 

ბენტოს ცხოვრება შეცვლილია. 10 წლის განმავლობაში ნარკოტიკების გაყიდვის შემდეგ მას ხელში სმარტფონი უჭირავს და Google-ის რუკაზე ახალ ლოკაციებს ნიშნავს. ასევე მუშაობს AfroReggae-სთან, რათა ფაველებში მცხოვრებ ადამიანებს სამუშაოს მოძებნაში დაეხმაროს (განსაკუთრებით მათ, ვინც ციხიდან ცოტა ხნის გამოსულია). AfroReggae 1993 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც კომპიუტერულ პროგრამირებასა და დოკუმენტური ფილმების გადაღებაში ადამიანებს ტრენინგებს უტარებს. Google-თან და AfroReggae-სთან თანამშრომლობის შედეგად ბენტო თვეში დაახლოებით 880 რეალს გამოიმუშავებს, რაც ბრაზილიაში მინიმალურ ხელფასს შეადგენს. თუმცა ბენტო უკმაყოფილო არ არის: „ბედნიერი ვარ, რომ ქალაქში თავისუფლად გადაადგილება შემიძლია,“ – აცხადებს იგი. 



Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up