სმარტ-ტექნოლოგიური სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი: საქართველოში სმარტ ტექნოლოგიები არ შემოდის, რადგან ვერ იყიდება

სმარტ-ტექნოლოგიური სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი: საქართველოში სმარტ ტექნოლოგიები არ შემოდის, რადგან ვერ იყიდება

person access_time2016-04-24 12:09:38

ქართველ მომხმარებელს თანამედროვე, სმარტ-ტექნოლოგიების მიმართ გარკვეული შიში აქვს, მიზეზი კი ისაა, რომ ამ მიმართულებით ცოდნა არ გააჩნია. როგორც კომპანია კომპანია ''სმარტ-ტექნოლოგიური სისტემები'' ხელმძღვანელი ზურა ბაზლიძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობაა, პრობლემას ქმნიან ის კონსულტანტებიც, რომლებიც  ამ ტექნოლოგიებს ყიდიან. როგორც ზურა ბაზლიძე ამბობს, ინფორმაცია ტექნიკის შესახებ არც ამ ადამიანებს აქვთ.


გთავაზობთ ინტერვიუს „სმარტ-ტექნოლოგიური სისტემები'' ხელმძღვანელ ზურა ბაზლიძესთან:


-  რას საქმიანობს თქვენი კომპანია, კოკნრეტულად რა სახის თანამედროვე ტექნოლოგიებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

 

-  ჩვენ ვართ სმარტ-ტექნოლოგიური სქემების საქართველოში შემომტანი და დამნერგავი კომპანია, გონიერ ტექნიკაზე გვაქვს აქცენტი. ამაში იგულისხმება არამხოლოდ სმარტფონები და პლანშეტები, არამედ ისეთი მოწყობილობებიც, რომლებიც ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას. ვთქვათ, თერმომეტრი, რომელიც უნივერსალურია და ზომავს ყველანაირ ტემპერატურას, არამარტო სხეულის ტემპერატურას. ამას კი აკეთებს რამდენიმე წამში ყოველგვარი კონტაქტის გარეშე. ასევე ვთავაზობთ სმარტ - ნათურებს, რომელიც არის დაბალსიმძლავარიანი,  დისტანციური პულტით იმართება და არის ეკონომიური. ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთი წელია შემოსულები ვართ.  ჩამოგვაქვს მოწყობილობები ჩინეთიდან და უკრაინიდან და შემდეგ უკვე ჩვენგან მიაქვთ სხვადასხვა კომპანიებს.


- რამდენად არის მოთხოვნა სმარტ - ტექნოლოგიებზე? ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ სმარტფონებს და პლანშეტებს.


-  სხვათა შორის, რეალურად სხვა ტექნოლოგიებზე უფროა მოთხოვნა, ვიდრე სმარტფონებზე და პლანშეტებზე. მომხმარებელმა, სამწუხაროდ, არ იცის სმარტფონის სრულად გამოყენება და მოწყობილობის შესაძლებლობების მხოლოდ 5%-6%-ს იყენებენ. ნებისმიერი სმარტ-ტექნოლოგია ითხოვს გარკვეულ ცოდნას მომხმარებლისგან, რისი ნაკლებობაც დღეს არსებობს ქართველ მომხმარებელში. შეიძლება შეიძინონ მოწყობილობა, მაგრამ მისი გამოყენების დროს მუდმივად უჩნდებათ სირთულეები. მაგალითად, ჩვენ გვაქვს სმარტ- საათები, რომელსაც მობილურის ფუნქცია აქვს. იკეთებ ხელზე და იყენებ როგორც მობილურს. ბევრ შემთხვევაში უჩნდებათ გარკვეული კომპლექსი, არ იციან ამ ტექნოლოგიის გამოყენება და ისევ ურჩევნიათ მობილური ტელეფონი, რომელიც ასე თუ ისე ათვისებული აქვთ.

 

- ანუ ახალი ტექნოლოგიების მიმართ რთულად ადაპტირებადია ქართველი მომხმარებელი?


-  დიახ, განსაკუთრებით ეს უფროს თაობას ეხება. ახალაგაზრდობა უფრო ინტერესდება ამ ყველაფრით და მალევე ერკვევა, რასაც ვერ ვიტყვით უფროს თაობაზე, მათ გარკვეული შიში და რიდი აქვთ ახალი ტექნოლოგიების მიმართ. ამას ალბათ უფრო არცოდნა იწვევს. როგორც მანქანას სჭირდება მართვა, ასევე სჭირდება მართვა ყველა ტექნოლოგიას.

 

ჩვენ მაგალითად გვაქვს მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ტელევიზორში უყუროთ სმარტფონში გადაღებულ ვიდეოს. ეს მოწყობილობა ძალიან მოსწონს მომხმარებელს, მაგრამ როცა საქმე მიდის პროგრამის ინსტალაციამდე და შემდგომში ამ მოწყობილობის დამოუკიდებლად გამოყენებამდე, აქ უკვე უკან იხევენ. ეს სირთულეები აფრთხობთ გარკვეულწილად.

 

მაგალითად, როცა ოჯახი მოდის ჩვენთან, დედა და მამა ვერ ერკვევიან ამ ტექნოლოგიებში, ბავშვი კი უცებ ერკვევა და ითვისებს, მშობლები კი ორჭოფობენ.

 

მეორე პრობლემაა თანხები. მოსახლეობაში არ არის იმდენი თანხა, რომ ასეთი ტექნოლოგიებისთვის გაიმეტონ ფული, მაგრამ ვისაც თანხა აქვს, ის ინფორმაციის ნაკლებობის გამო უკან იხევს.


-  როგორ ფიქრობთ, დროთა განმავლობაში მოხდება ამ მიმართულებით ცოდნის დაგროვება უფროს თაობაშიც? რაში ხედავთ გამოსავალს?


-  თავისთავად ვერ გახდებიან ეს ადამიანები ადაპტირებულები ახალ ტექნოლოგიებთან. ამას სჭირდება მედიის მხრიდანაც მხარდაჭერა, გაშუქება, ინფორმაციის მიწოდება. უნდა მოხდეს ახალ ტექნოლოგიებზე მსჯელობა, მათი განხილვა და ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანა.

 

ამასთან ერთად, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სმარტ-ტექნოლოგიებს ყიდიან, თავად არ არიან გათვიცნობიერებული ამ ყველაფერში და თავად არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რა როგორ მუშაობს და რა ფუნქციები აქვს თანამედროვე მოწყობილობებს. როცა მომხმარებელი მიდის და ეკითხება ამა თუ იმ მოწყობილობის ფუნქციების შესახებ, მათ არ აქვთ პასუხები. მაგალითად, სმარტ-ტელევიზორებს ვერ ყიდიან სწორედ იმ მიზეზით, რომ არ აქვთ საკმარისი ცოდნა.

 

ამ პრობლემას ჩვენ პირადადაც შევეჩეხეთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რამდენიმე კონსულტანტი მაინც გადაგვემზადებინა. ხშირად დაფიქისრებულა ისეთი შემთხვევაც, როცა მაღაზიებიდან ჩვენთან გამოუგზავნიათ კლიენტები, რომ კონკრეტულად აგვეხსნა სმარტ ტელევიზორის ფუნქციები, მისი უპირატესობები და ა.შ.

 

სწორედ ამ მიზეზით არ შემოდის საქართველოში სმარტ ტექნოლოგიები, რადგანაც ვერ იყიდება. ტექნიკა ბევრია, მრავალფეროვანია, მაგრამ მისი ათვისებისთვის ბაზარზე შესაბამისი ცოდნა არ არსებობს. 

 




ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...


მსგავსი სიახლეები

up