შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ ლიკვიდაცია დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 2022 წლის 09 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია.
როგორც შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ ლიკვიდატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა, ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება აღნიშნული განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.