სლოვენიამ საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნა. praguemorning.cz-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება სლოვენიის მთავრობის ვებგვერდზე ორშაბათს გამოქვეყნდა.
ხორვატია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, სლოვაკეთი და ლიხტენშტეინი – ეს ქვეყნებია, რომლებთანაც სლოვენიამ საზღვრები გახსნა.
აღნიშნულ ქვეყნებიდან მოქალაქებიის შესვლა სლოვენიაში კორონავირუსული შეზღუდვების გარეშე მოხდება. სლოვენიის ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიიდან შემოსულ ყველა ადამიანს 14 დღიანი კარანტინი გაატარონ, გარდა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისა და სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული იმ ადამიანებისა, რომლებიც ღამეს არ გაათევენ სლოვენიაში. ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის შემთხვევების დინამიკიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიამ მაისში გახდა პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც გამოაცხადა ქვეყანაში კოროვირუსული ეპიდემიის დასრულება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მან თავისი საზღვრები გახსნა მეზობელი ქვეყნების ხორვატიის, უნგრეთის და ავსტრიის მოქალაქეებისთვის.
ამ დროისთვის სლოვენიაში 1,485 კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 109 დაინფიცირებული გარდაიცვალა.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“