კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სლოვაკეთის მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს 20:00 საათიდან 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აეკრძლებათ.
ქვეყანაში კომენდანტის საათი 19 მარტამდე იმოქმედებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სლოვაკეთში კორონავირუსის 311 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 388 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
imedinews.ge