სლოვაკეთში, ბრატისლავას ნაციონალური მუზეუმიდან მილიონი ევროს ღირებულების საკოლექციო მონეტები დაიკარგა. ინფორმაციას რუსული მედია სლოვაკეთის სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბრატისლავას სამხარეო პოლიციის განყოფილებამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო. დამატებითი დეტალები მედიასთან ორშაბათს გასაჯაროვდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა მიხალ ზეიფმა.
თავის მხრივ სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა პავოლჩორბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამოძიების დასრულებამდე უწყება საკუთარი პოზიციის გამოხატვისგან თავს შეიკავებს.
Imedinews