SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას 1-ლი ივლისიდან გეგმავს

SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას 1-ლი ივლისიდან გეგმავს

access_time2020-06-22 12:44:34

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით ფრენების განახლებას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. ავიაკომპანია რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ ავიაბილეთებზე ტარიფების ზრდას არ განიხილავს.


“1-ლი ივლისიდან საერთაშორისო რეისების დაწყებას ვგეგმავთ საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით, ხოლო 15 ივლისიდან კი სხვა ქვეყნებში, კარანტინის შემოღებამდე არსებული განრიგით, თუ შეზღუდვების მოხსნა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.


SkyUp Airlines-ის ბილეთების საძიებო სისტემაში ამ დროისთვის გაყიდვაშია ავიაბილეთები კიევიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 2 ივლისიდან კიევიდან თბილისის მიმართულებით. ოდესადაან და ხარკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთები უკვე იყიდება 16 ივლისიდან რეისებზე, ხოლო ბათუმის მიმართულებით კი 17 ივლისიდან რეისებზე.



შეგახსენებთ, რომ საქართველო 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება. თუმცა ამ დროისთვის მთავრობას არ გამოუქვეყნებია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთანაც პირველ ეტაპზე საზღვრებს ხსნის.


avianews.ge


თეგები:
SkyUp Airlines



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up