სკოლაში მონაცვლეობით სიარული, თუ ორცვლიანი სწავლება, – არჩევანი სკოლებს სამინისტროსგან

სკოლაში მონაცვლეობით სიარული, თუ ორცვლიანი სწავლება, – არჩევანი სკოლებს სამინისტროსგან

access_time2020-06-25 16:50:54

უკვე ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსი ასე ადვილად არ გაივლის, გარკვეული შეზღუდვები ისევ დაგვჭირდება და ონლაინ სწავლება სკოლებში მხოლოდ გასული გაზაფხულის სემესტრით არ შემოიფარგლება.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატი შესთავაზა, საიდანაც სკოლებმა უნდა შეარჩიონ, რომლის მიხედვით იმუშავებენ.


სამინისტროს შეთავაზების მიხედვით, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი შემდეგი ვარიანტებიდან:


შესაძლოა ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;


შესაძლოა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ დღეების მონაცვლეობით;

ერთცვლიანი და ორცვლიანი სკოლებისთვის მოსწავლეთა რაოდენობა განახევრებულია;

ერთცვლიანი სკოლებისთვის მოსწავლეთა რაოდენობა გამეოთხედებულია.


სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.


ცვლილებაა მოსწავლეთა შეფასებაშიც. სამინისტროს ცნობით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად.



ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ის იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).


რაც შეეხება, სასწავლო შინაარსს, ყველა კლასისა და საგნის მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს პირველი და მეორე სემესტრის განმავლობაში სასწავლო მსხვილი თემები და მათთან დაკავშირებული კომპლექსური/შემაჯამებელი დავალებები.


როგორც ქართველი ინფექციონისტები აცხადებენ, მსოფლიოში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა კვლავ დაგვჭირდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება და ეს სკოლებსაც შეიძლება ისევ შეეხოს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელი მოცემულობით სკოლებში სწავლის გადადების საშიშროება არ არის. მაგრამ გვაფრთხილებენ, რომ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს, ამიტომაც სასწავლებლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.


სამინისტრო სკოლებს საკუთარი საჭიროების მიხედვით არჩევანის საშუალებას აძლევს. რამდენიმე სკოლაში უკვე ისაუბრეს ამ საკითხზე და როგორც ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავს, უკვე შეჯერდნენ შერეულ ვარიანტზე, რომელიც რამდენიმე დღე სკოლაში სწავლებას და რამდენიმე დღე დისტანციურ სწავლებას ითვალისწინებს.


„ორცვლიანი სწავლების შემთხვევაში, მასწავლებლებს მოგვიწევს დილიდან საღამომდე სკოლაში ყოფნა. თუ მაგალითად ორ კლასს დილით ჩავუტარებ გაკვეთილს და სამს – მეორე ცვლაში, გამოდის ჩემი სკოლაში ყოფნის დრო გაიზრდება. ეს კი აისახება თუ არა ჩემი შრომის ანაზღაურებაზე, ამას არავინ ამბობს. მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ორცვლიან სწავლებას არავინ აირჩევს“, – ამბობს მასწავლებელი.


დისტანციური სწავლების არჩევის შემთხვევაში, სკოლას მოუწევს იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ინტერნეტით და კომპიუტერით უზრუნველყოფას გულისხმობს. უინტერნეტობა და უკომპიუტერობა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო ონლაინ სწავლების დროს სკოლებისთვის და განათლების სამინისტროსთვის. როგორ აპირებს უწყება ამ პრობლემის მოგვარებას, თუ ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებები და უმაღლესი სასწავლებლები, ჯერჯერობით უცნობია.


EDU.ARIS.GE-მ კიდევ ერთ მასწავლებელთან გაარკვია, რომ სკოლამ, სადაც ის მუშაობს, გადაწყვიტა, დაწყებით კლასებს ონლაინ ასწავლოს, ხოლო მაღალი კლასების მოსწავლეებმა სკოლაში იარონ.


„გაცილებით რთულია პატარებისთვის ონლაინ სწავლება, როცა არ აქვთ კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის შესაბამისი უნარები. როგორ უნდა ავუხსნა და ვასწავლო პირველ კლასელებს ონლაინ ანბანი? ჩემთვის ეს რთულია. თუ არ გამოუწერე, არ აჩვენე როგორ იხაზება ესა თუ ის ასო, ბავშვი როგორ ისწავლის? სამწუხაროდ, არანაირი ტრენინგი არ ჩაგვტარებია მასწავლებლებს, რომელიც ონლაინ სწავლებაში დაგვეხმარებოდა. ჩვენც გვჭირდება შესაბამისი უნარების გამომუშავება. დისტანციუირი სწავლება მხოლოდ კომპიუტერის მოხამრების წესების ცოდნას ხომ არ გულისხმობს? შესაბამისი მეთოდიკაც შესამუშავებელია, ჩემი აზრით“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელმა.


მცირეკონტიგენტიანი სკოლები, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ცოტაა, სხვა მიდგომას საჭიროებენ. როგორც ამ სკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ არ გაუჭირდებათ დისტანციის დაცვა. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სწავლების მათთვის საუკეთესო ფორმატს აირჩევენ, რომელიც განსხვავებული იქნება დიდკონტიგენტიანი სკოლებისგან.


მცირეკონტიგენტიან სკოლებს და არა მარტო მათ, დისტანციის დაცვასთან ერთად, ჰიგიენური ნორმების დაცვაც მოეთხოვებათ. როგორ მოხერხდება ეს, როცა, მაგალითად სოფლის სკოლებში საპირფარეშოები, ხშირშემთხვევაში, სკოლის შენობის გარეთ არის და შესაძლოა სკოლაში წყალიც არ იყოს, უცნობია. თბილი წყლის არსებობაზე აღარაა საუბარი, რაც ასე აუცილებელია ვირუსთან საბრძოლველად. სკოლებს ასევე მოუწევთ ჰიგიენური საშუალებების შეძენა. რა თანხით მოახერხებენ ამას, გამოყოფს თუ არა სამინისტრო ანტისეპტიკური საშუალებებისთვის, საპნისთვის და სხვა ჰიგიენური საშუალებებისთვის თანხას, ესეც უცნობია.


შეგახსენებთ, რომ სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე 2020 წლის მარტის ბოლოდან გადავიდნენ და სასწავლო სემესტრიც ასევე ონლაინ დაასრულეს. განსაკუთრებით მოსწავლეებს არ მოსწონდათ მასწავლებლებისგან და კლასელებისგან დაშორება და დისტანციურად სწავლება. „სკოლა მომენატრა“, „სკოლაში კარგია“, არ მომწონს, რომ კლასელებთან შეხვედრის საშუალება არ მაქვს“, – ხშირად მოისმენდით ამ ფრაზებს ბავშვებისგან. სექტემბერში სკოლებში სწავლის განახლებაზე, როგორც აღვნიშნეთ, ქართველი ინფექციონისტების პროგნოზი საიმედოა, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.


წყარო: EDU.ARIS.GE

თეგები:
სკოლა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up