„სკოლა-ბანკის“ პროექტის სიტუაციური ანალიზი ქართული მოდელის მაგალითზე მომზადდა

„სკოლა-ბანკის“ პროექტის სიტუაციური ანალიზი ქართული მოდელის მაგალითზე მომზადდა

access_time2019-12-02 18:10:47

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ბავშვთა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) პროექტის სკოლა-ბანკი ქართული მოდელის დანერგვის შესახებ სიტუაციური ანალიზი გამოაქვეყნეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების სიტუაციური ანალიზი, პირველად სწორედ საქართველოს მაგალითზე მომზადდა.


პუბლიკაციის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით კი ფინანსური სისტემის ზედამხედველებს, განათლების სამინისტროებსა და კომერციულ ბანკებს, საქართველოში სკოლა-ბანკის მოდელის დანერგვასთან დაკავშირებული გამოცდილება გააცნოს. ნაშრომი მარტივი ენითაა შედგენილი და მოიცავს ყველა იმ პრაქტიკულ ინფორმაციას, რაც დაინტერესებულ მხარეებს სხვა ქვეყნებიდან სკოლა-ბანკის ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით დანერგვაში დაეხმარება.



სკოლა-ბანკი, რომელიც ამ ეტაპზე 10-მდე ქვეყანაში ინერგება, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ამაღლებას, რაც, ერთი მხრივ, მათთვის სასკოლო გაკვეთილების ფორმატში ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის გადაცემას, მეორე მხრივ კი - ფინანსური ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარებას გულისხმობს.




სკოლა-ბანკის კონცეფცია CYFI-მ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჯერ კიდევ 2005 წელს გამოცემული რეკომენდაციის საფუძველზე განავითარა, რომლის მიხედვითაც OECD ყველა ქვეყანას ურჩევს, ფინანსური განათლება სასკოლო განათლების ნაწილი მაქსიმალურად ადრეული ასაკიდან გახდეს.



პროექტის სკოლა-ბანკი საქართველოში დანერგვა 2016 წელს ეტაპობრივად, ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კოორდინაციით დაიწყო, და ის სს საქართველოს ბანკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ასევე, კერძო და საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა კომერციული ბანკების ჩართულობით გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი 2017 წლიდან სისტემატიურად ახორციელებს პედაგოგების გადამზადებას, 2018 წელს კი ISET-ის კვლევით ცენტრთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით პროგრამის პილოტის შედეგების პრეზენტაცია და ფინანსური განათლების სასკოლო პროგრამების ეფექტიანობის თემაზე მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. ამ ეტაპისთვის, სკოლა-ბანკის ფარგლებში გადამზადებულია 600-მდე მოსწავლე და 80-მდე პედაგოგი.



ეროვნული ბანკისთვის ახალგაზრდების ფინანსურ განათლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ფინანსური განათლება საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის მრავალმხრივ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვამაყობთ და მოხარულები ვართ, რომ CYFI-მ სწორედ საქართველოს სკოლა-ბანკის მოდელი შეარჩია საერთაშორისო პუბლიკაციის მოსამზადებლად და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად. ეს მიანიშნებს, რომ ფინანსური განათლების მიმართულებით სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. ამავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას არსებული გამოწვევების შესასწავლად, საპასუხო ნაბიჯების გასავითარებლად და სკოლა-ბანკის შედეგების გასაუმჯობესებლად - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.



ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, ნაშრომი ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურ ენაზეა მომზადებული და მისი წაკითხვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. მისი ქართულენოვანი ვერსია უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.






კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა
access_time2020-08-11 13:30:04
„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ -...


მსგავსი სიახლეები

up