ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო, Volkswagen-ი Skoda-ს 250,000-ით ნაკლებ მოდელს აწარმოებს, ვიდრე კომპანიას ეს დაგეგმილი ჰქონდა. ჟურნალ Automobilwoche-ის მიხედვით, ციფრი ორჯერ მეტია, ვიდრე კომპანიამ გასულ თვეში ივარაუდა.
სამუშაოების უმეტესობა წლის ბოლომდე გაუქმდა. Automobilwoche-ის ცნობით, Skoda მარაგში უამრავ დაუმთავრებელ ავტომობილს ინახავს და ჯერჯერობით მათ დასრულებაზე იქნება ორიენტირებული.
ჩიპების დეფიციტი შესაძლოა, 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდეს. აზიის ქვეყნებში Covid შემთხვევების უახლესი ზრდა ჩიპების წარმოებაზე ზეწოლას ახდენს.
VW, Daimler-ი, Mercedes-ი და Toyota იმ ავტომწარმოებლებს შორის არიან, რომლებსაც სამხრეთ აზიაში ქარხნების დახურვამ მძიმედ დაატყა. რეგიონი ბოლო წლებში ჩიპების ტესტირებისა და შეფუთვის კერა გახდა.
ცნობისთვის, ჩიპების დეფიციტის გამო Apple-ს წელს iPhone 13-ის წარმოების 10 მილიონი ერთეულით შემცირება მოუწევს. ამ პრობლემამ სერიოზული დარტყმა მიაყენა საავტომობილო ბიზნესს, რის გამოც მანქანები გაძვირდა.
წყარო: Bloomberg, ბიზნესფორმულა