საბაგიროების და სასრიალო ტრასების ჩაკეტვა, სკი - ტურისადმი ინტერესის გაზრდას გამოიწვევს

საბაგიროების და სასრიალო ტრასების ჩაკეტვა, სკი - ტურისადმი ინტერესის გაზრდას გამოიწვევს

access_time2020-12-16 14:00:03

საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძის უღელტეხილზე და სვანეთში საბაგიროები გაჩერებული იქნება, სასტუმროებს კი უფლება აქვთ იმუშაონ მხოლოდ საკარანტინე/კოვიდ სივრცეებად.

 

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულმა ფედერაციამ, „კავკასიის სკიტურინგის ქსელმა“ და „საქართველოს გიდების ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საბაგიროების და სასრიალო ტრასების ჩაკეტვა, სკი - ტურისადმი ინტერესის გაზრდას გამოიწვევს. ორგანიზაციები მოსახლეობას სკი - ტურთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ და უსაფრთხების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

რა არის სკი - ტური,  ვინ არიან მისი მომხმარებლები, როგორია  დაინტერესება და რა პოტენციალი აქვს  ტურიზმის განვითარების მიმართულებით ამ და სხვა დეტალებზე „კომერსანტი“ „კავკასიის სკი-ტურის ქსელის“ ფედერაციის გამგეობის თავჯდომარეს ირაკლი კაპანაძეს და სკი-ტურის გიდ ივა წიკლაურს ესაუბრა.

 

სკი ტური ზამთრის სპორტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის დროსაც მოთხილამურეები მთაზე ასასვლელად საბაგირო გზას არ იყენებენ და მზად არიან მთელი აღმართი ფეხით აიარონ და შემდეგ გაუკვალავ თოვლში დაეშვნენ. ზამთრის ეს აქტივობა, განსხვავებულ ფიზიკურ მომზადებას და აღჭურვილობას მოითხოვს.

 

„სკი ტურინგი  არის თხილამურებზე სრიალის ერთ-ერთი სახეობა რომელსაც სპეციალური თხილამური  და სამაგრი ესაჭიროება. ასევე საჭიროა ქამუსი (ტყავი) რომელსაც ქვევიდან აკრავ თხილამურს და ადიხარ გაუკვალავ თოვლში მთაზე, რათა მერე დეშვა და ისრიალო. მე პირადად სკი-ტურზე სიარული იმიტომ მინდოდა, რომ მესრიალა ისეთ ადგილებში სადაც საბაგირო არ მიდის და ჯერ არავის არ უსრიალია“, -  გვიყვება ივა წიკლაური, რომელიც 6 წელია, რაც ფრირაიდისა და სკი ტურის გიდია.

 

 

მისი განცხადებით ბოლო ათი წელია, რაც  სკი-ტური საქართველოში პოპულარული გახდა, ბევრი ქართველი მომხმარებელიც ჰყავს, თუმცა ივა წიკლაური აქვე აღნიშნავს, რომ სკი-ტურის მიმდევართა უმეტესობა მაინც უცხოელები არიან.

 

„უცხოეთში სკი-ტური ძალიან პოპულარულია, იმდენად პოპულარულია, რომ რიგი კურორტები, რომლებიც ჩვეულებრივ კლასიკური სამთო-სათხილამურო  კურორტები გახლდათ გადაკეთდა და ზოგან საბაგიროების დემონტაჟი დაიწყეს, რადგან  ეს გარემოს დაცვას უწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, მთებში ახვედით ისრიალეთ და წამოხვედით, მინიმალურად იჭრებით ბუნებაში  და გარემოსაც ნაკლებ ზიანს აყენებთ, როცა დგამთ საბაგიროებს, აკეთებთ კაფეებს,  ეს არის ბუნებაში და ლანდშაფტში მთელი რიგი ჩარევა, რასაც ევროპელები ძალიან უფრთხილდებიან“, - აღნშნავს ირაკლი კაპანაძე.

 

სკი-ტურის გიდი ამბობს, რომ ინდუსტრია საქართველოში სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება, იზრდება როგორც ქართველების ასევე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც. ივა წიკლაურის თქმით, ვიზიტორებისათვის მიმზიდველია როგორც იაფი ფასი, ასევე თოვლის და მთების ხარისხი.

 

„მსურველები არიან, მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში მათი მომზადების დონე არ შეესაბამება საჭირო სტანდარტებს, ასე რომ ყველას ვურჩევ ეს სეზონი გამოიყენონ და მიიღონ მეტი ცოდნა უსაფრთხოების და აღჭურვილობის სწორი გამოყენების განხრით. ძნელია თქვა რომელი ადგილია ყველაზე კარგი სკი ტურისთვის. საქართველოში სკიტური შესაძლებელია ყველგან სადაც არის თოვლი და მთა. -  აღნიშნავს ივა წიკლაური.

 

კავკასიის სკი ტურის ქსელის ფედერქციის გამგეობის თავჯდომარე  ირაკლი კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოს 3/4 არის მთიანი, რომელიც  წელიწადის სხვადასვხა დროს სკი-ტურის განხოციელების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამ აქტივობას, როგორც სამთო ასევე სათხილამურო გამოცდილებაც სჭირდება.

 

„თუ ავარჩევთ დეკემბრის დასაწყისს , იანვარს, თებერვალს, მარტს,აპრილს  ამ ყველა თვეს  ადგილების მიხედვით, თავისი უპირატესობები აქვს, რაც უფრო მაღლა ადიხართ  მთებში,  უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ კარგი თოვლი და კარგი სასრიალო ადგილი შეგხვდეთ. მაგალითისთვის აგვისტოს პერიოდი, რომ ავიღოთ როცა თბილისში ყველაფერი იწვის და იბუგება,  თქვენ შეგიძლიათ მყინვარწვერზე ზღვის დონიდან 5000 მეტრ სიმაღლიდან დაეშვათ და  ისრიალოთ 4000 მეტრამდე. თუმცა ეს ფიზიკურ გამცდილებას მოითხოვს. საჭიროა როგორც მოთხილამურის, ასევე მთამსვლელის გამოცდილება, იმიტომ რომ ადიხარ კლასიკურად  ალპინისტურ მთაზე, ეს არ არის პატარა  გორა  რომელზეც უნდა ახვიდეთ და ჩამოსრიალდეთ. კლასიკური ზამთრის გაგებით, მაგალითად იანვარი, თებერვალი, მარტი, ამ პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრგან არის სკი-ტურისთვის ძალიან კარგი პირობები, ეს არის საშუალოდ ზღვის დონიდან 2000- 3000 მეტრმდე სიმაღლეებში, ეს მეტ-ნაკლებად ზომიერი  სიმაღლეებია  საქართველოს იმ  რეგიონებში, რომლებიც ზამთრის სეზონზე თოვლით იფარება და თუ ძალიან ციცაბო ფერდობზე და საშიშ ადგილებში არ დადიხართ ეს გარკვეული სიამოვნებაცაა“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ 

 

ივა წიკლაური განმარტავს, რომ სკი - ტურის დროს საფრთხეები ძირითადად ზვავთან არის დაკავშირებული.

 

„ყველა მსურველს ვისაც  სკი-ტურზე სიარული უნდა, აუცილებელია გაუკვალავ თოვლში სრიალის გამოცდილება, ასევე საზვავე უსაფრთხოების განათლება და სამაშველო უნარები. საჭიროა ყელას ჰქონდეს პირველადი დახმარების ჩანთა, საზვავე გადამცემი იგივე ბიპერი , ასევე ზონდი და ნიჩაბი. რა თქმა უნდა იცოდეს ამ აღჭურვილობის გამოყენება“, -  აღნიშნავს ივა წიკლაური.

 

სკი-ტურინგის მიმართულებებზე „კომერსანტთან“ „კავკასიის სკი-ტურის ქსელის“ ფედერაციის გამგეობის თავჯდომარე ირაკლი კაპანაძე საუბრობს. მისი თქმით სკი-ტურს სამი საწყისი აქვს პირველი ეს არის საზოგადოებრივ საწყისები - რომლებსაც ამ სახეობის პოპულარიზაციის მცდელობა აქვს. მეორე არის კომერციულ საწყისები — რომელიც დაინტერესებული  პირებისთვის  კონკრეტული მარშრტუების  გავლას გულისხმობს. ხოლო მესამე სპორტული საწყისები -  რომლებიც გულისხმობს საშეჯიბრო ასპექტებს, როცა ძალიან სწრაფად და ძალიან რთულ რელიეფზე დადიხარ და ეშვები, ან ძალიან დიდ  ხანს  შეუსვენებლად დადიხარ.

 

„მე დამყავს ჯგუფები და ამას ორი საწყისი აქვს, ერთი არის საზოგადოებრივი საწყისი -საზოგადოებრივ საწყისზე ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე და ამას უფრო  გასვლითი და გაცნობითი ხასიათი აქვს, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სკი-ტურს გაეცნონ, ნახონ როგორ დადიან სხვები, დაინახონ ის ხიფათები და ობიექტური გარემოებები, რაც ამ აქტივობას ახლავს თან.

 

მეორე არის კომერციული საწყისები,  ეს ცოტა სხვა რაღაცაა, იქ ვმუშაობთ კონრეტული მარშრუტების გავლაზე, როცა ჩამოყალიბებულად გვაქვს ამოცანა, ანუ გაქვს მიზანი, რომ კონკრეტული ადგილი დაათვალირეო, კონკრეტული მთიდან დაეშვა და ა.შ

 

შემდეგ ეს არის სუფთა სპორტი, რომელიც დისციპლინებდ არის ჩამოყალიბებული, როცა სწრაფად და რთულ მონაკვეთებზე უნდა იაროთ“,-  აღნიშნავს ირაკლი კაპანაძე.

 

ირაკლი კაპანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით სააბაგიროების დაკეტვის საკითხსაც  შეეხო და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული ლოგიკა არის, თუმცა ბოლომდე ვერ დაეთანხმება.

 

„ეს  მთავრობის საქმეა და ობიექტური მოცემულობის  გამო ჩვენ ამაში ცვლილების შეტანა არ შეგვიძლია , არა მარტო იმიტომ რომ მთავრობამ ასე გადაწყვიტა, არამედ იმიტომაც, რომ სფრთხეს ჩვენც ვაცნობიერებთ და გარკვეულ ლოგიკასაც ვხედავთ. მე ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილებას სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ მთავრობაში ჩემზე ჭკვიანი ადამიანები არიან და იმისთვის, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს ეს გადაწყვეტილება სწორია და კარგია“, -  აღნიშნავს ირაკლი კაპანაძე 

 

 

კაპანაძემ სკი- ტურით უცხოელების დაინტერესებაზე და სამომავლო პერსპექტივაში ამ მიმართულების განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელებს ძირითადად საქრთველოს ველური ბუნება და ამ ბუნებით ტკბობა და გაუკვალავ თოვლში სრიალი აინტერესებთ, მისი განმარტებით უცხოლების ინტერესის სფეროს  ბახმარო, ხევსურეთი და თუშეთი წარმოადგენს. მისი თქმით, სკი-ტურს თავისი მომხმარებელი ჰყავს, კაპანაძე ამბობს, რომ სეზონზე  საშუალოდ 1 500 ან მეტი უცხოელი სპეციალურად სკი-ტურისთვის ჩამოდის.

 

„ჩემი ანგარიშით, სათხილამურო ტრასებზე სასრიალოდ  60 000 ადამიანი ჩამოდიოდა, მაგრამ ყველაზე ნორმალური პირობების ფარგლებში სკი-ტურისთვის სეზონზე საშუალოდ 1000-1500 კაცი ჩამოდიოდა, საქართველოში ბევრ რაიონია, რომელიც ძალიან აინტერესებთ“,- აღნიშნავს ირაკლი კაპანაძე.

 

 

„კავკასიის სკი-ტურის ქსელის“ ფედერაციის გამგეობის თავჯდომარემ განაცხადა, რომ სკი-ტური მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილების საშუალებად შეიძლება ჩამოყალიბდეს. მისი განმარტებით, თხილამური, როგორც გადაადგილების საშუალება ძალიან პრაქტიკულია და იმ რეგიონები, რომლებიც  მთელი ზამთრის განმავლობაში იკეტება, ეს ადამიანებს მიმოსვლის შესაძლებლობას მისცემს.

 

„იმ რეგიონებში სადახ უხვად თოვლი მოდის ზამთარში ცოტა ხალხი რჩება, რადგან გზები იკეტება და ფეხით ვერ მოძრაობენ და ვერაფერს აკეთებენ. ამიტომ სკი-ტურის საქმე  არის ისიც, რომ ამ ადამიანებმა გადაადგილების თავისუფლება შევინარჩუნოთ“, -  აღნიშნავს ირაკლი კაპანაძე.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up