სკანდინავიელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

სკანდინავიელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

access_time2022-11-12 16:30:06

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებიდან წამყვან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს. ინფო-ტური ავიაკომპანია “AirBaltic”-ის თანაორგანიზებით იმართება.


ტურის ფარგლებში ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გამართა.


„სკანდინავიის ქვეყნებიდან გვესტუმრნენ წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, გაიმართა საინტერესო შეხვედრა, რაც ვფიქრობ გამოადგება როგორც ტურისტულ კომპანიებს, ასევე სასტუმრო ინდუსტრიას. ეს ტური ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას სკანდინავიის ქვეყნებში,“-აცხადებს სასტუმრო მერკურისა და IBIS Styles-ის წარმომადგენელი მაკა ცხომელიძე.



„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. სკანდინავიური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოთი და სურთ თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან. ისინი გაეცნენ მათ შეთავაზებებს და ტურისტულ პროდუქტს. ტურისტულ კომპანიებს შორის უფრო მეტი თანამშომლობა და ავია კავშირები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას“,-ამბობს იან ნიჰოლმი, ავიაკომპანიის “Air Baltic” გაყიდვების მენეჯერი სკანდინავიის ქვეყნებში.


სკანდინავიური ტურისტული კომპანიების 16 წარმომადგენელი თბილისს, თელავს, წინანდალს, ალავერდსა და ახმეტას ეწვია. ტურ-ოპერატორები ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშესანიშნაობებს, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს გაეცნენ, სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კერძების მასტერკლასი.
ინფო-ტურის მიზანია სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და მაღალმხარჯველიან ვიზიტორთა მოზიდვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up