სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

access_time2020-06-02 13:01:44


ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.


– ბატონო დავით დავა ვისთან გაქვთ ,იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ რა ხდება თქვენს კომპანიაში?


– მე დავა მაქვს სასამართლოსთან და ადვოკატ პაატა სალიასთან, რადგან არსებითი განხილვის გარეშე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს საწინააღმდეგოდ. მე მყავს სამი შვილი, სამივე შვილი ჩემთვის ერთნაირად საყვარელია, როგორ წარმოგიდგენიათ,თქვენც მიცნობთ და მთელი საქართველო, მე ის კაცი ვარ, საკუთარ შვილებს ომი გამოვუცხადო?!


ჩემი ქალიშვილის ქმარი, სიძე ირაკლი დუმბაძე, რომელსაც არცერთი კაპიკი არ ჩაუდია კომპანიაში , არც ქონდა ამის საშუალება ,თავად დავნიშნე დირექტორად, კაცი გავხადე და უპოვარი მილიონერად ვაქციე. მას ფორმალურად დავაფუძნებინე კომპანია. დღეს სოლიდური და წარმატებული კომპანიაა „ლიდერფუდი”.


სიძის მხრიდან ვამჩნევდი რომ ხდებოდა კომპანიიდან დიდძალი თანხის არამიზნობრივად განკარგვა. აუდიტური შემოწმების შედეგად მილიონობით თანხა იყო გამქრალი. ამიტომ, საკუთარი წილები კვლავ მე გადმოვიფორმე, ჩემს შვილიშვილებს მინდოდა თანაბარი წილები ქონოდათ. ახლაც ასე ვფიქრობ და ჩემს შვილიშვილებს ნამდვილად არ დავტოვებ კაპიტალის გარეშე. სიძე მიხვდა რომ ჩემს ყურამდე მოვიდოდა მის მიერ დაკარგული მილიონების თემა. შეეშინდა.



კომპანიის ბუღალტერს ამ ფაქტების გამო მისჯილი აქვს 9 წელი და 6 თვე, სხვა პირების მიმართ კი მიმდინარეობს სისხლის სამარათლის გამოძიება.დუმბაძე მიხვდა რომ მე კომპანიის 20 პროცენტს ვაჩუქებდი ჩემს ქალიშვილს და შვილიშვილებს და თავად მას გავაგდებდი სამსახურიდან . ამიტომ გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა.


პირველი ინსტანცია თაღლითური გზით მოიგო. 10 დღის ვადაში უნდა მომსვლოდა სასამართლოს გადაწყვეტილიბა რათა გამესაჩივრებინა. მე არ მიმიღია ეს საბუთი, რასაც ადასტურებს ჩემი კომპანიიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც. ადასტურებს ამას კურიერიც და სამი მოწმეც.


ახლა საქმე უზენაესშია და ვითხოვთ საქმის არსებით განხილვას. თუ ჩემს სიძეს რამე აქვს კომპანაში ჩადებული და ეკუთვნის, კი ბატონო, გადაწყვიტოს სასამართლომ.


ბატონო დავით რა სატელეფონო საუბრების გასაჯაროებით ემუქრებით თქვენი სიძის ადვოკატს?


როგორ გეკადრებათ, არავითარი პირადი საუბრები არ არის. მე თავდაპირველად მყავდა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. მან შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ამის დამადასტურებლი იმეილ მიმოწერაც მაქვს და სარჩელიც ყავლაშვილის სახელით შევიდა. მეორე დღეს ჩემი და ჩემი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანდასწრებით გიორგი ყავლაშვილმა დაურეკა სალიას. მე გვერდით ვეჯექი და მესმოდა როგორ მაგინებდა სალია, ეუბნებოდა ყავლაშვილს ჩამოშორებოდა ამ საქმეს. ყავლაშვილი მართლაც ჩამეხსნა და რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო თქვა, რომ ვერ იქნებოდა ჩემი ადვოკატი. სწორედ ამ ფაქტს ვგულისხმობდი იმ სატელეფონო საუბრებზე ,რასაც დღეს ჩემი სიძე პრესკონფერენციაზე ახსენებდა.


ახლა ცდილობენ საქმის ვითარება შავ პიარ კამპანიაზე გათვალონ, როგორი ცუდი მამა ვარ, თითქოს რაღაც გაურკვეველი მუქარებით დავიბრუნე ჩემი კუთვნილი წილები. ისევ უნდათ ზემოქმედება მოახდინონ საზოგადოებაზე და უზენაეს სასამართლოზე.


მე ახლაც იმ აზრზე ვარ, კომპანიის 20 პროცენტი ვაჩუქო ჩემს ქალიშვილს და შვილიშვილებს. ამის მერე მიჩივლოს ჩემმა სიძემ და იდაოს 30 პროცენტზე სასამართლოში. დაამტკიცოს, რომ ეკუთვნის.


აქ არ არის დავა იმაზე. როგორი კაცი ვარ, ცუდი თუ კარგი, მე სასამართლოს ვედავები, რომ ჩემს დაუსწრებლად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ერთპიროვნულად არ უნდა გადასცეს ჩემი დიდძალი ქონება სხვა პირს. კომპანია ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრებააა, კომპანიის წილების სადაო თემები კი საქმის არსებითი განხილვით უნდა გადაწყდეს.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 



თეგები:
ლიდერფუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up