სკანდალი ევრაზიულ ოჯახში - რუსეთის მთავარი მოკავშირე ბელარუსი ერთიან საბაჟო კოდექსს ხელს არ აწერს

სკანდალი ევრაზიულ ოჯახში - რუსეთის მთავარი მოკავშირე ბელარუსი ერთიან საბაჟო კოდექსს ხელს არ აწერს

access_time2016-12-28 14:50:54

 

ევრაზიული კავშირის სამიტების ისტორიაში პირველი სერიოზული სკანდალი მოხდა. სამიტზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა, დღის წესრიგის ძირითადი საკითხი იყო წევრი ქვეყნების მიერ საბაჟო კოდექსის ხელმოწერა.

 

 

ყველა პარამეტრი შეთანხმებული იყო, თუმცა სამიტი პრობლემებით დაიწყო - შეთანხმებას მოაწერეს ხელი მხოლოდ რუსეთმა, ყაზახეთმა და სომხეთმა. ყირგიზეთმა უარი განაცხადა, რადგანაც ჩათვალა, რომ ევრაზიულ კავშირში დომინირებს „ნეგატიური მომენტები", რაც ხელს უშლის თანამშრომლობას. თუმცა, მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტმა ალმაზბეკ არტამბაევმა მაინც მოაწერა ხელი საბაჟო კოდექსს, თუმცა უარი თქვა საერთო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ დეკლარაციას დადასტურებაზე. სავარაუდოთ, კოდექსი შევა ძალაში 2017 წლის 1 ივლისს. ის განსაზღვრავს გადასახადის გარეშე საქონლის იმპორტის ზღვარს, რომელიც მცირდება.

 

 

თუმცა, ყველაზე დიდი დარტყმა ევრაზიულ ინტეგრაციას მიაყენა თითქოს და რუსეთის მთავარმა მოკავშირემ - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მან არათუ ხელი არ მოაწერა კოდექსს, არამედ ის საერთოდ არ ჩავიდა სამიტზე და დემონსტრაციულად დარჩა მინსკში. ჩაუსვლელობის მიზეზად რთული სამუშაო პერიოდი დასახელდა. სხვა ოფიციალური კომეტარი ლუკაშენკოს არ გაუკეთებია.

 

 

ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია რუსულ მხარეს. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ბელარუსიის პრეზიდენტის დე ფაქტო არყოფნა სამიტზე არ შეუშლის ხელს ინტეგრაციის საკითხების განხილვას". მან დააზუსტა, რომ ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე შეთანხმებული იყო დიდი ხნის წინ და ხელმოწერილ პაკეტს უბრალოდ გააგზავნიან მინსკში, სადაც მას მოაწერს ხელს ალექსადრ ლუკაშენკი.

 

თუმცა, სავარაუდოდ, ბელარუსის პრეზდიენტი საბოლოოდ მაინც მოაწერს ხელს ახალ საბაჟო კოდექსს. ლუკაშენკო ყოველთვის უერთდება პუტინის ყველა ინიციატივას რუსეთისგან გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ, სხვა შემთხვევაში, ის ხელს ასეთ დოკუმენტებზე არ აწერს.


 

 

ამჟამად მთავარი თემაა ბელარუსიისთვის რუსული ნავთობის და გაზის მიწოდებაა. მინსკი თვლის, რომ გაზის სამართლიანი ფასია 73 დოლარი. ბელარუსში ამბობენ, რომ გაზზე მაღალი ფასის გამო ბელარუსული პროდუქცია გაძვირდება და დაკარგავს კონკურენტუნარიანობს რუსული ბაზარზე, ეს კი ეწინაამღდეგება ევრაზიული კავშირის წესდებას. რუსეთი ამას არ ეთანხმება და თვლის ოპტიმალურ ფასად 132 დოლარს.

 

 

რუსულ მხარეს ბელარუსთან სხვა პრეტენზიებიც აქვს, კერძოდ, მოსკოვში თვლიან, რომ ბელარუსის გავლით რუსეთში ხდება სანქციებში მოყოლილი ევროპული საქონლის ექსპორტი და ამის გარდა, მინსკი რუსეთს უხარისხო რძეს აწვდის.

 

ამ ფონზე სულ არაა გასაკვირი, რომ ლუკლაშენკომ დემონსტერაციულად უარი თქვა ევრაზიული კავშირის სამიტში მონაწილეობის მიღებაზე.

 

„ლუკაშენკოს მხრიდან რუსეთის მიმართ პრეტენზიები ბუნებრივია, მან იცის თავისი უპირატესობა - მისი ქვეყანა ესაზღვრება ევროკავშირს, ნატოს და პრობლემურ უკრაინას" - ამბობს რუსი ექპერტი ევგენი მინჩენკო. მისი თქმით, ევრაზიული კავშირის ყველა ქვეყანას აქვს თავისი პრეტენზიები მოსკოვთან, თუმცა მათ შორის ბელარუსი არის ყველაზე დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურ საკითხებში.

 

მარტივად არაა საქმე ყირგიზეთთან. ქვეყნის შესვლა ევრაზიულ კავშირში 5-ჯერ გადაიდო, იმის გამო, რომ იქ მთავრობაში არიან ხან პროევროპული და ხან პრორუსულუი ძალები, როგორც დღეს. თუმცა, ამის მიუხედავათ უთანხმოება არსებობს ახლაც. ყირგიზეთის მოსახლეობა (5,5 მლნ) ძირითადათ ცხოვრობს ჩინური საქონლის რეექსპორტის ხარჯზე, რომელიც აღწევს წლიურად 10 მლრდ. დოლარს.

 

ბიშკეკში ფუნქციონირებს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ყველა იაფი საბითუმო ბაზრობა. საქონლის დაბალი ღირებულება აიხსნება ჩინეთს და ყირგიზეთს შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. ეს კი უქმნის პრობლემებს რუსეთს, რომელიც ცდილობს დაიცვას თავი იაფი ჩინური რეექსპორტისგან.

 

პრობლემები აქვს ყაზახეთსაც, იმის მიუხედავად, რომ ნურსულთან ნაზარბაევი ბევრად უფრო ელასტიური და კომპრომისულია, ვიდრე ლუკაშენკო. „საბაჟო კავშირში წევრობისგან ყაზახეთი უფრო აგებს ვიდრე იგებს" - აცხადებდა ის ჯერ კიდევ 2013 წელს. კერძოდ, მისი თქმით, სირთულეებია ყაზახური სასურსათო პროდუქციის რუსეთში ექსპორტის საკითხებში, შეზღუდულია ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთის გავლით და ა.შ..

 

„ჩინეთი დებს ყაზახეთში მეტ ინვესტიციებს ვიდრე რუსეთი" - არ მალავდა უკმაყოფილებას ყაზახეთის პრეზიდენტი. უთანხმოება არსებობს დიდი აბრეშუმის გზის პროექტშიც, სადაც რუსეთი და ყაზახეთი არიან კონკურენტები.

 


ავტორი: gazeta.ru

 



„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up