„კავეას“ კინოთეატრების ქსელი Drive in კინოთეატრს გახსნის. ამის შესახებ “კომერსანტს„ „კავეას“ საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაიკო სიხარულიძემ განუცხადა. მისი თქმით, ლოკაციად ახალ იპოდრომი შეირჩა, თუმცა მოლაპარაკებები კიდევ ერთი სივრცის თავისებაზე მიმდინარეობს. როგორც სიხარულიძე განმარტავს, „კავეა“ ფილმების ჩვენების დაწყებას ივლისიდან გეგმავს.
„მალე “კავეას” ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება და კავეა drive in კინოთეატრები ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება“, - განმარტავენ კავეაში.
„კავეას“ ადმინსიტრაციის თხოვნით, მასალის პირვანდელი სახე შეცვლილია და ტექსტიდან ამოღებულია ის ლოკაციები სადაც Drive in კინოთეატრი გაიხსნება.
ბაჩო ადამია