სიურპრიზები ჯაზის მოყვარულებს თიბისი ბანკისგან

სიურპრიზები ჯაზის მოყვარულებს თიბისი ბანკისგან

access_time2016-07-12 17:55:32

TBC STATUS-ი და საქართველოს რკინიგზა შავი ზღვის ჯაზფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმში გამგზავრებას #ჯაზმატარებლით, ყოველგვარი საფასურის გარეშე სთავაზობს.

 

შესაბამისი აპლიკაცია თიბისი ბანკის facebook-ის გვერდზე უკვე განთავსდა. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ჩქაროსნული #ჯაზმატარებლით მოგზაურობას ისინი შეძლებენ, ვინც აპლიკაციაში პირველები დარეგისტრირდებიან.

 

მატარებელი ბათუმის მიმართულებით, 15 ივლისს, 09:40-ზე, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან დაიძვრება.

 

#ჯაზმატარებელი ერთადერთი სიურპრიზი არ არის, რაც  ჯაზის მოყვარულებს  TBC STATUS-ისგან ელოდებათ. 

 

ვებგვერდი Hellojazz.ge სპეციალურად შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის შეიქმნა და მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც ჯაზფესტივალის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება, ასევე  ბათუმში ვიზიტისას საჭირო ინფორმაციის მიღება. კერძოდ:


 

თქვენ შეგიძლიათ ბათუმის კორტების დიდი ეკრანებიდან მიესალმოთ თქვენს საყვარელ ჯაზშემსრულებელს.


გადაიღეთ ფოტო ჯაზფესტივალზე და ატვირთეთ  Facebook-ზე ან Instagram-ზე  ჰეშთეგით #HELLOJAZZ. საკუთარ ფოტოებს კონცერტების მიმდინარეობისას, ბათუმის კორტებზე დამონტაჟებულ ეკრანებზე იხილავთ. ჯაზფესტივალზე გადაღებული ყველა ფოტო ვებგვერდზე- Hellojazz.ge აიტვირთება და  მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული ფოტოები საჯარო (public) უნდა იყოს.

 

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდზე განთავსებული ბათუმის რუკით.

 

ბათუმში მდებარე კვების ობიექტების, გასართობი და დასასვენებელი ადგილების, ასევე თიბისი ბანკის ბანკომატების შესახებ ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის ნახვა  Hellojazz.ge-ზე განთავსებული რუკის საშუალებით  არის შესაძლებელი.

 

ვებგვერდზე ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების განრიგის შესახებ ინფორმაციაც არის ხელმისაწვდომი. 

 

ასე, რომ  წამოგვყევით   ჯაზფესტივალზე  და გახდით დაუვიწყარი მუსიკალური თავგადასავლების მონაწილე.



მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up