ბოლო 22 წელში ყველაზე მშრალი ზამთრის გამო თურქეთში წყლის კრიზისს პროგნოზირებენ. ამის შესახებ Hurriyet-ი წერს.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის, ორჰან შენის თქმით, მოსალოდნელი ნალექი საკმარისი არ იქნება წყალსაცავის შესავსებად, რომელთაგან ბევრმა შრობა დაიწყო ზამთრის ნალექის შემცირების გამო.
ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს სახელმწიფო ჰიდრავლიკური ნაგებობების კონტროლის მთავარი სამმართველოს ყოფილი დირექტორი დურსუნ ილდიზი. მას მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის სიტუაცია „ისევე კრიტიკულია, როგორც ბოლო მიწისძვრისას“ და ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.