თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანია სითი პარკის მხრიდან არის მცდელობა, ხელშეკრულების გაწყვეტის პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა თავად „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულების მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო. მუნიპიპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის ყოველგვარი მცდელობა საფუძველს არის მოკლებული და არავის მივცემთ იმით შესაძლებლობას მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში“,- აღნიშნავს კალაძე.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე „სითი პარკი“ აგრძელებს ხელშეკრულების მიხედვით დაკისრებულ ვალდებულებას, ხოლო 10 აპრილიდან აღნიშინულ სამუშაოს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის მერია ყოველთვის მზადაა ბიზნესთან თანამშრომლობისთვის.ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ისრაელის კომპანიების ბიზნესაქტივობებს. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მათი წინადადებები და ზოგადად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება შემოსულ ჯარიმებს, როგორც კახა კალაძემ განაცხადა აღნიშნული თანხები სრულად მოხმარდება სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.
„კომერსანტი“