„სითი პარკი“: „თუ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება, კომპანია მერიასთან  სამართლებრივ დავას დაიწყებს“

„სითი პარკი“: „თუ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება, კომპანია მერიასთან სამართლებრივ დავას დაიწყებს“

access_time2017-09-05 12:00:36

„სითი პარკი“ კახა კალაძის განცხადებაზე კომენტარს „კომერსანტთან“ აკეთებს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ტაბიძე აცხადებს, კომპანია „სითი პარკი“ ხელშეკრულების მიხედვით, კანონის სრული დაცვით მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.

 

„ხელშეკრულებას ორი მხარე ჰყავს, ამ შემთხვევაში მერია და კომპანია „სითი პარკი“. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივად მოხდება, ამას კომპანიის მხრიდან მოჰყვება ნაბიჯები, სამართლებრივი დავა. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვით“ - აცხადებს ტაბიძე.

 

მისივე განცხადებით, ხელშეკრულება თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის 2024 წლამდეა გაფორმებული.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე, სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.

 


კალაძის თქმით, ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემაც. ”საცობების განტვირთვის მიზნით, ამუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა. 

 


გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. მოწესრიგდება პარკირება და მოეწყობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით სამუშაოები ჩატარებული აქვს და სრული სურათი გვაქვს, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგი უნდა განხორციელდეს. არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ყველა პირობა შეიქმნება, რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „ტვ პირველის“ გადაცემაში „საქმის კურსი“ მერობის სამი წელი შეაჯამა და შეუსრულებელ დაპირებებზეც ისაუბრა. მათ შორის, „სითი პარკი“ და მერია კვლავ მოურიგებელ მხარეებად დაასახელა.

 

„ჩემი დაპირება არ ყოფილა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას გავწყვეტდი. ვიცოდი, რომ რთულ და კომპლექსურ საკითხს ვეჯახებოდი. მოქალაქეებს დავპირდი, რომ საკითხს შევისწავლიდი და ხელშეკრულება გადაიხედებოდა. ხელშეკრულების გადახედვასთან დაკავშირებით პროექტი ჩვენი მხრიდან მზად არის. მათ შევთავაზეთ კიდეც. „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან ჩემს სათათბიროში რამდენიმე ხმაურიანი შეხვედრაც მქონდა, მაგრამ მათი მხრიდან არცერთი ქმედითი და საპასუხო ნაბიჯი არ იქნა შემოთავაზებული. ჩვენ დღემდე მოურიგებელ მხარეებად ვრჩებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი

 

 




უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up