„სიტი პარკი“ ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს და სათანადო რეაგირებას მოითხოვს

„სიტი პარკი“ ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს და სათანადო რეაგირებას მოითხოვს

access_time2018-03-19 14:31:38

როგორც მოგეხსენებათ ა/წლის 13 მარტს სატელევიზიო ეთერის მეშვეობით დედაქალაქის მერმა ბატონმა კახა კალაძემ გამოაცხადა ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება შპს „სი-ტი პარკ"-თან 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და შემდგომში სატელევიზიო განცხადება გაკეთდა კომპანიის ყოველგვარი წინასწარი ინფორმირების გარეშე, მაშინ როდესაც კომპანიაში დასაქმებული ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ შეიძლება ხელშემკვრელი მხარისათვის ცნობილი ხდებოდეს პირდაპირი ეთერების გზით, მერის ამ განცხადებამ საფრთხის ქვეშ დააყენა დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და დრამატულად იმოქმედა კომპანიის საქმიანობის პროცესზე.

 

მიგვაჩნია, რომ თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილება შპს „სი-ტი პარკ"-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და ყველაზე უარესი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. ხელისუფლებამ იმოქმედა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყო ინვესტორის ხელშეკრულებითა და კანონით გარანტირებული უფლებები.

 

გაცნობებთ, რომ შპს „სი-ტი პარკს" ორი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ და დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. მიუხედავად მერის განცხადებებისა, რომ ის კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ჩარჩოებში იდავებდა, არც კი დაელოდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის მხოლოდ ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული.

 


„სი-ტი პარკი" განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიამ უკვე დაწიყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კომპანიის მფლობელები ასევე ავრცელბენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული რა თქმა უნდა ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.

 

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხე¬ლ¬მ¬ძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერ¬ძოებ¬ლობისა და კანონიერების პრინციპებით.

 

სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ შეძლებთ იმოქმედოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და უცხოელ ინვესტორებს მისცემთ ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას სამართლიან გარემოში. გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო რეაგირება, თქვენი სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

შპს „სი-ტი პარკ"-ის გენერალური მენეჯერი, ბინიამინ ლაჰავი

 

(NS)

 

 




რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up