სითი მოლში ZARA-ს ახალი მაღაზია გაიხსნა

სითი მოლში ZARA-ს ახალი მაღაზია გაიხსნა

access_time2019-10-18 11:38:15

ZARA-ს ახალი მაღაზია ახალ სავაჭრო ცენტრში, სითი მოლი საბურთალო, 17 ოქტომბრს გაიხსნა. ეს ბრენდის უკვე მეოთხე მაღაზიაა საქართველოში. პირველი მათგანი 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხსნა, რასაც მოჰყვა მაღაზიები რუსთაველის გამზირზე სავაჭრო ცენტრ მერანში და ისთ ფოინთში.  2800 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე, ზარას უახლესი კონცეფციის მაღაზიაში, წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის განყოფილებები. ეს ერთადერთი უახლესი კონცეფციის მაღაზია კავკასიის რეგიონში.



ZARA-სთან ერთად ინდიტექს ჯგუფში შემავალი კიდევ 5 ბრენდის მაღაზია დაიდებს ბინას სითი მოლში, ესენია  - Massimo Dutti, Stradivarius, Pull & Bear, Bershka და Oysho, რომლებსაც საქართველოში წარმოადგენს Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია, ინდიტექსის ოფიციალური  და ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი.

“Zara-ს და INDITEX ჯგუფში შემავლი სხვა ბრენდების სითი მოლში გახსნით ჩვენ ქალაქის ახალ სავაჭრო ცენტრში მსოფლიოში ცნობილი მოდის ბრენდები შემოგვყავს, რითიც განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ მომხმარებლებს. Zara-ს ახალი მაღაზია 2800 კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეს მოიცავს და წარმოადგენს მსოფლიოში ამ ეტაპზე არსებულ უახლეს, განსხვავებულ კონცეფციას. 17 ოქტომბრიდან ველით მომხმარებლებს, რათა აღმოაჩინონ ექსკლუზიური კოლექციები ახალ მაღაზიაში.  მინდა ჩვენმა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ მეოთხე მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება მიგვაღებინა პირველი სამის უზარმაზარმა წარმატებამ  და, დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ძვირფასი ქართველი მომხმარებლები და ქალაქის სტუმრები ამ ახალ მაღაზიასაც ისევე შეიყვარებენ, როგორც ეს სხვების შემთხვევაში მოხდა” - აცხადებს დოქტორი იასინ სიბარი, ZARA-სა და INDITEX ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში, Alhokair Fashion Retail.




Zara, მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი 96 ქვეყანაში ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს. Zara-ს Join Life კოლექცია და ეკო-მეგობრული მაღაზიები ორი მნიშვნელოვანი მაგალითია, რაც ხაზს უსვამს ბრენდის ურყევ კონცენტრაციას მდგრადი განვითარების მიმართულებით. ასეთი მიდგომით ბრენდი არაერთ ინოვაციურ პროექტს ნერგავს, მათ შორის საქართველოში არსებულ მაღაზიებში. 



მომხმარებელთან განსაკუთრებით მჭიდრო კომუნიკაციის წყალობით და მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღების შედეგად ZARA-ს დიზაინერების გუნდი უმალვე პასუხობს მათ ცვალებად მოთხოვნას, მყისიერად რეაგირებს მოდის უახლეს ტენდენციებზე და სთავაზობს ახალ იდეებს საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. ბრენდის კოლექციების განახლება ხდება კვირაში ორჯერ.


(NS)





„თელიასონერას წერილი, რომელიც „მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერას წერილი, რომელიც „მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...


მსგავსი სიახლეები

up