„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა

access_time2019-11-20 09:44:00

როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა ძირითადი ხაზი ერთ სივრცეში, მათ შორის ბრენდის პირველი ხაზი ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის, Calvin Klein Underwear, Calvin Klein Jeans, Calvin Klein Performance” - განაცხადა Calvin Klein Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა გოდერიძემ.



შოურუმის ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ბრენდის გენერალურ მენეჯერთან - მარი დაშნიანთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ეკონომიკის დარგში ქალბატონმა Mackenzie Rowe-მ მიიღო, რომელიც მოწვეულ სტუმრებს ქართულ ენაზე მიესალმა და ამერიკულ აიკონურ მეგა ბრენდს საქართველოში დიდი წარმატება უსურვა.




აღსანიშნავია, რომ ქელვინი აქტიურად მისდევს მსოფლიოს ეკოლოგიურ  კამპანიას და გარემოს დაცვის მიზნებითვის იყენებს 100%-ით ორგანულ ბამბას. 2017 წელს დაიწყო ექსკლუზიურად დაპატენტებული ეკო ტყავის გამოყენება, რომლის ხარისხი ნატურალურ ტყავს უტოლდება, რადგან 2015 წელს ბრენდმა უარი თქვა, ნატურალური ცხოველური ტყავის გამოყენებაზე.





შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ბრენდი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. სხვადასხვა დროს მის სახეებად გვევლინებოდნენ მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავები - ქეით მოსი, მარკ უოლბერგი, სინდი კროუფორდი, კიმი და კორტნი კარდაშიანები, ქენდალ ჯენერი, ჯასტინ ბიბერი და სხვები. მიმდინარე წელს ბრენდის სხვადასხვა ხაზის სახეებად  - ნაომი ქემბელი, ირინა შაიკი და ბელა ჰადიდი გვევლინებიან, რომელთა მონაწილეობით შექმნილი თვალისმომჭრელი ვიდეორგოლების პრეზენტაციაც გაიმართა, სპეციალურად ამ საღამოსთვის დამონტაჟებულ უზარმაზარ მონიტორზე.










„კომერსანტი“






ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 11:30:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა
access_time2019-12-16 10:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.  2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ...

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...


მსგავსი სიახლეები

up