სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, მათ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის N1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა.
„ადგილზე დროულად მისული თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკოპაჟები.
„თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.
შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მინდინარეობს“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.