სისტემური მსხვერპლი: რუსული კორპორაცია „სისტემა“ „აზოტის“ რეიდერულ მითვისებაშია ეჭვმიტანილი

სისტემური მსხვერპლი: რუსული კორპორაცია „სისტემა“ „აზოტის“ რეიდერულ მითვისებაშია ეჭვმიტანილი

access_time2017-12-14 14:03:30

რუსული ინტერნეტ გამოცემა „ფედერალ პრესი“ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის „რუსთავის აზოტის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გამოცემა რუსულ სააქციო ფინანსურ კორპორაცია ,,სისტემის'' ფლობელებს ქართული საწარმოს რეიდერულ მითვისებაში ამხელს და დეტალურად აღწერს იმ თაღლითურ სქემას, რომლის მეშვეობითაც ,,სისტემა'' ,,რუსთავის აზოტის'' აქციებს დაეპატრონა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსული კორპორაცია ,,სისტემა'', მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში - ,,სისტემას'' სასამრთლოს გადაწყვეტილებით რუსეთის ნავთობმწარმოებელი კომპანიის ,,ბაშნევტის''აქციები ჩამოერთვა და ის უკან სახლემწიფოს საკუთრებაში დაუბრუნდა. სწორედ ამგვარი სკანდალებით და მაქინაციებით ცნობილი ფინანსური კორპორაცია დაეპატრონა ,,რუსთავის აზოტსაც''. ,,კომერსანტი'' გთავაზობთ ,,ფედერალ პრესის'' ანალიტიკური სტატიის სრულ ვერსიას.

 

გამოცემა რუსულ სააქციო ფინანსურ კორპორაცია ,,სისტემის'' ფლობელებს ქართული საწარმოს რეიდერულ მითვისებაში ამხელს და დეტალურად აღწერს იმ თაღლითურ სქემას, რომლის მეშვეობითაც ,,სისტემა'' ,,რუსთავის აზოტის'' აქციებს დაეპატრონა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსული კორპორაცია ,,სისტემა'', მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში - ,,სისტემას'' სასამრთლოს გადაწყვეტილებით რუსეთის ნავთობმძარმოებელი კომპანიის ,,ბაშნევტის''აქციები ჩამოერთვა და ის უკან სახლემწიფოს საკუთრებაში დაუბრუნდა. სწორედ ამგვარი სკანდალებით და მაქინაციებით ცნობილი ფინანსური კორპორაცია დაეპატრონა ,,რუსთავის აზოტსაც''. ,,კომერსანტი'' გთავაზობთ ,,ფედერალ პრესის'' ანალიტიკური სტატიის სრულ ვერსიას.

 

საინფორმაციო საშუალებები თვეების მანძილზე აშუქებდნენ „როსნავთობის სააქციო ფინანსური კორპორაცია „სისტემის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არსებული კონფლიქტი არა მხოლოდ კორპორაციული და ეკონომიკურია, არამედ იდეოლოგიური ელფერიც დაჰკრავს. კერძოდ, 90-იანი წლების ბიზნესის მართვის სტილი თანამედროვე რეალობას შეეჯახა. ხმამაღალ განცხადებებსა და დიდ თანხებზე მასალების მომზადების პროცესში ჟურნალისტებს „სისტემის საქმიანობის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ: რუსული ჰოლდინგის ხელში საქართველოში არსებული „რუსთავის აზოტის ქარხანა აღმოჩნდა! ქარხნის ყოფილმა მესაკუთრემ, ცნობილმა ბიზნესმენმა რომან ფიფიამ უკვე მიმართა სასამართლოს. ფიფია ამტკიცებს, რომ რუსულმა ჰოლდინგმა „სისტემამ „რუსთავის აზოტი არაკანონიერი გზით შეიძინა.

 

ერთადერთი და ყველასგან განსხვავებული

 

„რუსთავის აზოტი - ასე ჰქვია დღეს ქიმიურ კომბინატს, რომელიც საქართველოში ქალაქ რუსთავში მდებარეობს. ეს საწარმო არის მინერალური და აზოტური სასუქის ერთადერთი მწარმოებელი სამხრეთ კავკასიაში.

 

კომბინატი აწარმოებს ამიაკის გვარჯილას, აზოტმჟავას, ამიაკს, ამონიუმის სულფატს, ნატრიუმის ციანიდს. 2015 წლის დასასრულს კომბინატმა შაბიამნის წარმოებაც დაიწყო. საწარმოს პროდუქციაზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, პროდუქციის 80%, ექსპორტის სახით, 20 ქვეყანაში გადის. „აზოტი წელიწადში 500 ათას ტონა ამიაკის გვარჯილას აწარმოებს, რაც მსოფლიოში მისი მოხმარების 1%-ია. 2015 წელს ამიაკის გამომუშავებამ 234.26 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო აზოტმჟავის - 415.5 ათასი ტონა.
2016 წლამდე „რუსთავის აზოტი ერთ-ერთ პერსპექტიულ საწარმოდ ითვლებოდა. ქარხნის სამომავლო პერსპექტივებზე საკუთარი პოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც დააფიქსირა, მისი თქმით, იგეგმებოდა წარმოების განვითარება და 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. „რუსთავის აზოტის განვითარების გეგმას მხარი დაუჭირა სახელმწიფო აქტივების მართვის „საპარტნიორო ფონდმა და მზადყოფნა გამოთქვა საწარმოში 50 მლნ დოლარის ინვესტიციების განხორციელებაზე. პარალელურად, საწარმოს მოდერნიზაციისა და ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისთვის 150 მილიონი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა - EBRD-თან შესაბამის ხელშეკრულებას 2016 წლის ივლისში მოეწერა ხელი.

 

ახალი მფლობელები - ახალი წესები

 

2016 წლის სექტემბერში, „რუსთავის აზოტის ირგვლივ ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. მოულოდნელად „რუსთავის აზოტის 100%-იანი წილის მფლობელი ახალი კომპანია გახდა. ქარხნის ახალმა მფლობელებმა თავდაპირველად საწარმოს კოლექტივი 300 ადამიანით შეამცირეს (მთლიანობაში საწარმოში 2300 თანამშრომელი მუშაობდა). აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საწარმოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც მიტინგებსა და მანიფესტაციებში გადაიზარდა. საწარმოს მუშები იძულებულები გახდნენ, „რუსთავის აზოტის ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრილიყვნენ.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ქარხნის ახალი მფლობელი „საქართველოს ბანკი იყო. „საქართველოს ბანკმა გამონახა საწარმოს აქტივების მყიდველი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული სააქციო ფინანსური კორპორაცია „სისტემა აღმოჩნდა, თავისივე შვილობილი ლუქსემბურგის ბანკის (East West United Bank) მონაწილეობით.

 

აღსანიშნავია, რომ „სისტემის ბიზნესის წარმოების საფირმო სტილი, რომელიც ფინანსურ მოტივაციას ეფუძნება, ,,რუსთავის აზოტის'' მართვის დასაწყისშივე დაფიქსირდა. საწარმოს ახალმა ხელმძღვანელობამ პერსონალის მასობრივი პროტესტის საპასუხოდ განაცხადა, რომ ისინი არ ამცირებდნენ კოლექტივს, არამედ მის რეორგანიზაციას მოახდენდნენ. რეორგანიზაციის შემდეგ კი საწარმოში დატოვეს მხოლოდ 2010 მომსახურე პერსონალი, ხოლო განთავისუფლებულ 340 ადამიანს კომპენსაციის გადახდას დაპირდნენ - გთავაზობთ საწარმოს ხელმძღვანელის კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სააგენტო „სპუტნიკმა გაავრცელა:


 

„კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა იმ ადამიანებთან, რომლებიც მოცემულ ეტაპზე საჭირონი იყვნენ წარმოებისთვის, თუმცა ჩვენ გაშვებულ თანამშრომლებს დავპირდით, რომ საწარმოს სიმძლავრეების გაზრდის შემთხვევაში, ახალ თანამშრომლებს არ ავიყვანთ და ისევ მათ დავაბრუნებთ. ჩვენ ასევე გამოვხატეთ კეთილი ნება და კომპენსაციის სახით მზად ვართ, სამი თვის მანძილზე მათ გადავუხადოთ 500 ლარი (184 დოლარი), - განაცხადა „რუსთავის აზოტის დირექტორის მოადგილემ იოსებ გოზალიშვილმა.

 

ანალოგიური მიდგომები ფიქსირდებოდა „სისტემის მხრიდან „ბაშნევტის მართვის პერიოდშიც, როდესაც „სისტემამ ნავთობმწარმოებელი საწარმოს თანამშრომლები სამსახურიდან გაანთავისუფლა. „სისტემის მენეჯმენტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივებისა და სერვისული სამსახურების ანულირებას რეორგანიზაციას უწოდებს, ხოლო შტატების შემცირებასა და მთელი რიგი საამქროების გაუქმებას - ეკონომიკურ ეფექტურობას.

 

მორიგი არაკანონიერი მფლობელობა?

 

აღსანიშნავია, რომ „სისტემის მხრიდან „რუსთავის აზოტში განხორციელებული მართვის პოლიტიკის შედეგი შეიძლება იგივე იყოს, რაც „ბაშნევტის შემთხვევაში.
ნავთობმწარმოებელი კომპანიის მიმართ „სისტემის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ რუსეთის ხელისუფლება დააეჭვა, გენპროკურატურამ კი დაადგინა, რომ „სისტემამ უკანონოდ შეიძინა „ბაშნევტის აქტივები, რომელიც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა.

 

მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას ცდილობს „რუსთავის აზოტის ყოფილი მფლობელი რომან ფიფიაც.

 

„მოცემულ ეტაპზე მე შევიტანე სარჩელი ლუქსემბურგის სასამართლოში „სისტემისა და მისი ლუქსემბურგის შვილობილი East West United Bank-ის წინააღმდეგ. „სისტემა შეეცადა, კორპორატიული რეიდერობის გზით საკუთრებაში მოექცია „რუსთავის აზოტი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) ხელოვნურად შეეწყვიტა თავისი მასშტაბით უპრეცედენტო დაფინანსება, რაც გულისხმობდა არსებული სესხების რეფინანსირებას და „რუსთავის აზოტის საწარმოო სიმძლავრეების გაორმაგებას. ეს პროექტი შესაძლებელს გახდიდა „რუსთავის აზოტის საექსპორტო პოტენციალის ორჯერ ზრდას და რუსთავში დამატებით 300 სამუშაო ადგილის შექმნას, - განუმარტა რომან ფიფიამ გამომცემლობა GBC-ს.

 

რომან ფიფიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ „საქართველოს ბანკი აპირებს ,,რუსთავის აზოტი'' მფლობელობაში გადასცეს რუს ინვესტორებს კომენტარი გააკეთა: „თუ გავითვალისწინებთ სასამართლო პროცესს „საქართველოს ბანკსა და საწარმოს მთავარ აქციონერს შორის, მსგავსი გარიგება არაკანონიერი იქნება. არ მგონია, რომ „რუსთავის აზოტის გასხვისების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან არცერთი ინვესტორი არ შეიძენს აქტივს, რომელიც სასამართლოში მრავალმხრივი დავის საგანია. თუმცა, თუ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, ვფიქრობ, ეს არის უკანონო გარიგება - აღნიშნა მან.

 

ფიფიამ ასევე, დააზუსტა, რომ სქემა, რომლის მიხედვითაც „რუსთავის აზოტი ახალმა მფლობელმა შეიძინა, ჰგავს თაღლითურ გარიგებას. კერძოდ კი, „საქართველოს ბანკმა გამოაცხადა აუქციონი, რომელშიც EU Investments-მა გაიმარჯვა, თუმცა თანხა - 100 მილიონი დოლარი, რომელიც კომპანიამ „რუსთავის აზოტის 100%-იან წილში გადაიხადა, ისევ „საქართველოს ბანკის ძირითადი აქციონერი კომპანია BGEO group-ისგან მიიღო.

 

„მე, აგრეთვე, ვაპირებ სარჩელი შევიტანო სხვა იურისდიქციებში. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ამ კოლოსალური მაქინაციის მონაწილეები სხვა ახალი ფიგურანტებიც გახდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ინვესტორი არ ჩაითვლება კეთილსინდისიერ მყიდველად, და მე გავუწევ მას ნებისმიერ დახმარებას, რათა ის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და არ გახდეს არაკანონიერი გარიგების მონაწილე, - გვაცნობა „რუსთავის აზოტის ყოფილმა მფლობელმა.

 

შემთხვევითობა - კანონზომიერების კერძო შემთხვევა

 

„სისტემის სქემა, რომლითაც ის იძენს აქტივებს, საკმაოდ უბრალოა და თანაც ცნობილი. საინფორმაციო საშუალებები არაერთხელ წერდნენ იმის შესახებ, რომ ჰოლდინგის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვი, უპირატესობას ანიჭებს ეკონომიკური საკითხების მოგვარებას ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით (არაკანონიერის ჩათვლით).
მაგალითად, გამომცემლობა „EU Today-ს აზრით, ,,სისტემის'' მფლობელი ევტუშენკოვი ლუჟკოვის ეპოქის „ბოლო გმირია. გამომცემლობის ინფორმაციით, ვლადიმირ ევტუშენკოვმა თავისი ქონება „უკუღმართ 90-იან წლებში დააგროვა (ყველასთვის კარგად ცნობილი მოგებისა და ქონების საკუთრებაში მიღების იმ წლებში არსებული მეთოდებით).

 

მაშინ ევტუშენკოვის აქტივებში აღმოჩნდა ტურისტული სააგენტო „ინტურისტი, საქალაქო სატელეფონო ქსელი, მაღაზიების ქსელი „ბავშვთა სამყარო და სხვა. მოგვიანებით, ევტუშენკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოსკოვის კომიტეტი გახდა იმ ჰოლდინგის მთავარი აქციონერი, რომელმაც შეიძინა მოსკოვის საქალაქო სატელეფონო ქსელი.
რის შემდეგაც, ერთი წლის განმავლობაში ევტუშენკოვმა მოსკოვის სატელეფონო ქსელის მართველობას ჩამოაშორა ყველა სხვა დანარჩენი აქციონერი (შემდგომში ისინი მის ფინანსურ კოპორაცია „სისტემას დაექვემდებარნენ). გარდა ამისა, სატელეფონო ქსელის ერთერთი მფლობელის მოსკოვის მერიის აქციების ნაწილი 22%-დან 3,6%-მდე შემცირდა.
გავრცელებული ინფორმაციით ვლადიმერ ევტუშენკოვს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის ყოფილ მერთან იური ლუჟკოვთან. ამბობენ, რომ მისი მეუღლე ლუჟკოვის ცოლის - ელენე ბატურინას დაა, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალი.

 

2010 წელს, ლუჟკოვის გადადგომის შემდეგ და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მიმართ მოთხოვნების გამკაცრებამ ვლადიმირ ევტუშენკოვს პრობლემები შეუქმნა. მას ხშირად უწოდებენ 90-იანი წლების „ბოლო გმირს.

 

არცთუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთის ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებას ინტერვიუ მისცა ევგენი ჩიჩვარკინმა, რომელიც ფიჭური კავშირის სალონების მფლობელი გახლდათ. პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი კრიტიკოსი, იძულებული გახდა, საცხოვრებლად ლონდონში წასულიყო. ჩიჩვარკინმა დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ ცდილობდა ევტუშენკოვი მისი ბიზნესის „მიტაცებას. „ძნელია ეჭვის მიტანა იმაზე, რომ ჩიჩვარკინი კრემლს ელაქუცება, რათა „სისტემის „პროგრესული პატრონი გააშავოს, - წერდა გერმანული გამომცემლობა „ზუერსტი. როგორც „ფედერალ პრესის პოლიტოლოგი აბას გალიამოვი განმარტავდა, „ის გავრცელებული აზრი, რომ რუსეთის ბიზნესი მთლიანად 90-იანი წლების ბანდიტურ გარემოში წარმოიქმნა ამ ეტაპზე მივიწყებულია, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ასოციაცია ბანდიტთან სერიოზულ ზიანს აყენებს კომპანიის იმიჯს. ფინანსური კორპორაცია „სისტემა სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

(NS)

 

 

 




“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...


მსგავსი სიახლეები

up