სირია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პოლიტიკას ცვლის

სირია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პოლიტიკას ცვლის

access_time2017-08-25 17:42:39

შესაძლებელია თუ არა, რომ სირიამ რუსეთის ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სცნოს? ეს კითხვა ხელახლა გაჩნდა, მას შემდეგ რაც სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.

 

დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა.

 

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ბაზრობის განახლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასზე 27 ქვეყანა მიიწვიეს. სეპარატისტების დროშა დამასკოს ცენტრში, გამოფენაში მონაწილე სხვა სახელმწიფოების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

 

დაურ კოვეს პირადად შეხვდნენ სირიის პრემიერ-მინისტრი იმად ხამისი, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლიდან უჭირავს; მუალედ ალ-ვალიდი- იგი უკვე 11 წელია სირიის საგარეო საქმეთა მინისტრია და სირიის სახალხო კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი.

 

აფხაზთა „პირველმა დიპლომატმა“ დაურ კოვემ, რომელმაც დამასკოში ჰუმანიტარული მიზნით, 16 ტონა მინერალური წყალი „კოდორი“ ჩაიტანა, სირიის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კერძოდ აღნიშნა - „ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას, ისევე როგორც ცდილობს აფხაზეთის იზოლაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება“.

 

სირიის პარლამენტში შეხვედრისას არაბული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზთა დელეგაციამ სოხუმში მიიწვია და ნაჯად ანზორმა ეს მიწვევა მიიღო.


 

ოკუპირებული აფხაზეთის მონახულების სურვილი ასევე გამოთქვეს სირიის პარლამენტის წევრებმა: რამი სალეჰ ბენ მუჰამედმა, სანა აბუ-ზეიდმა და ატფ ზეიბაკმა. ყველა მათგანი არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის სირიის ფრთის (ბაათი) წევრია, რომლის გენერალური მდივანიც 2000 წლიდან, სირიის პრეზიდენტი და დიქტატორი ბაშარ ალ-ასადია.

 

ბაშარ ალ-ასადს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთადერთი კონტაქტი 2010 წლის მაისში ჰქონდა, როცა მას დამასკოში, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა. დახურული შეხვედრის მთავარი თემა მაშინაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარება იყო.

 

2010 წლის სექტემბერში, ვაშაძე უკვე ნიუ იორკში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემსაც შეხვდა. ამ დონის შეხვედრები მომდევნო წლებში, გასაგები მიზეზების გამო სირიისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აღარ ყოფილა.

 

2016 წლის დეკემბერში, ალეპოს უმძიმესი კრიზისის დროს, საქართველოს მთავრობამ 100 000 აშშ დოლარი გამოყო სირიის დასახმარებლად, 2017 წელს კი გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალადობის შეწვეტისკენ მოუწოდებდა.

 

„რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს.“

 

ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზ სეპარატისტთა ვიზიტს დამასკოში. საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ „მსგავსი ქმედებებით რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობს“.

 

საქართველომ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთომა 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს, თუმცა არცერთ ქვეყანას საელჩო არ გაუხსნია. სირიას - ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, ხოლო საქართველოს - სომხეთში სირიის საელჩო ფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი არხებით უკვე შედგა სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.

 

„ამერიკის ხმა“

 



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up