სირცხვილია ექიმის  პოლიტიკური ნიშნის მიხედვით გარჩევა

სირცხვილია ექიმის პოლიტიკური ნიშნის მიხედვით გარჩევა

access_time2020-04-07 18:55:27

ნიკა მელია სოციალურ ქსელ facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „მამაჩემი ანზორ მელია ჩაერთო ექიმების სრულიად აპოლიტიკურ აქციაში - გამოთქვა მზადყოფნა ემიგრანტებისთვის დისტანციურად გაეწია კონსულტაცია.


სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ექიმთა შესაბამის სიაში მისმა აღმოჩენამ აღაშფოთა ერთ დროს ღატაკი, სოციალურ შემწეობაზე მყოფი და ახლა უკვე დეკლარირებული მილიონერი, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე და დღესაც ხელისუფლების პარტიული ფუნქციონერი სოსო გოგაშვილი.


ეს აღშფოთება გამოხატა უხამსი გინებითა და 72 წლის ექიმის ტერორისტად გამოცხადებით.


მოკლედ, იოლი მოსათმენი ნამდვილად არაა, როდესაც შენი ოპონენტი საჯაროდ აგინებს შენს მშობელს, აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ ის ექიმია და მზადაა დაეხმაროს ხალხს. რაც მთავარია, აგინებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ იგი მამაჩემია.


ანზორ მელია არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ამდენად გოგაშვილის „ბირჟავიკული“ ისტერია ვერანაირად ვერ იქნება გამოწვეული უშუალოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებით, გოგაშვილი მას აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემია.


ანზორ მელია ზუსტად იმდენი წელია ექიმია და პაციენტებს ემსახურება, რამდენი წლისაცაა ბატონი გოგაშვილი.


რაც თავი მახსოვს, მამაჩემი არც თავს ეკუთვნოდა, არც ჩვენ, შვილებს, პაციენტებს ეკუთვნოდა და ეკუთვნის.


იგი არასოდეს არ ჰყოფდა პაციენტებს არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე ნიშნით და მისთვის დღესაც პაციენტია უმთავრესი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის პარტიულ კუთვნილებას.


და მთავარი, მამაჩემი აგერ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც იბრძვის ადამიანებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომელსაც ბატონი გოგაშვილისნაირი „ანტიტერორისტები“ უსპობენ“-წერს ნიკა მელია. 







ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up