სინგაპურული „Meta Restaurant“- ის ქართული მეტამორფოზა - დაიმსახურებს თუ არა „King David“-ის ახალი პროექტი მიშლენის ვარსკვლავს

სინგაპურული „Meta Restaurant“- ის ქართული მეტამორფოზა - დაიმსახურებს თუ არა „King David“-ის ახალი პროექტი მიშლენის ვარსკვლავს

access_time2021-04-21 12:00:12

„თუ სინგაპურში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ „Meta Restaurant“, სადაც თქვენ გემრიელ და ინოვაციურ კერძებს დააგემოვნებთ“- ასე იწყება ერთ-ერთი ბლოგერის ვიდეო რომელიც თავის მაყურებელს აზიის ტოპ 100 რესტორნის შესახებ უყვება. რესტორანი ასახავს როგორც მუდმივად ცვალებად კვების ინდუსტრიას, ასევე კულინარიული გუნდის ევოლუციურ მიდგომას მენიუსადმი.

 

იდენტური სახელით რესტორანი უახლოეს მომავალში თბილისშიც გაიხსნება. მაისის შუა რიცხვებიდან შესაძლებლობა გექნებათ, რომ პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექს „King David“-ში „Meta Restaurant“, -ს ესტუმროთ, თუმცა სახელმა არ მოგატყუოთ აზიის ტოპ 100 რესტორანში შემავალ „Meta Restaurant“- თან ქართულ „Meta“-ს საერთო არაფერი აქვს, გარდა სახელისა.

 



რა კონცეფცია ექნება რესტორანს? რა სტანდარტებზე იქნება გათვლილი და ვინ იქნებიან რესტორნის სტუმრები? ამ კითხვებზე „კომერსანტთან“„King David“- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი საუბრობს. გვიყვება, რომ მენიუს შედგენაზე ბევრი იმუშავეს. ამბობს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის კმაყოფილებაა, სწორედ ამიტომ მარიამ დვალიშვილის თქმით, რესტორნის სტანდარტები უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული.

 

„სტუმრებს რესტორანში აზიური, ევროპული, მეტწილად – ფრანგულ-იტალიური და ქართული სამზარეულოს ნაზავი დახვდებათ. ძირითადად, გამოვიყენებთ ქართულ ინგრედიენტებს. ბუნებრივია, სპეციფიკურ პროდუქტებსა და სანელებლებსაც, თუმცა, გვინდა, როცა შესაძლებელი იქნება კერძები ჩვენი, ადგილობრივი პროდუქციით მოვამზადოთ. თითოეულ კერძზე ინდივიდუალურად ვიმუშავეთ. ვსწავლობდით მზა რეცეპტებს, შემდეგ ვამუშავებდით, ვანახლებდით მას და ასე შევადგინეთ მენიუ, რომელიც ჩვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებს. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ყველაფერი ლამაზი, ფერადი და მარტივად აღქმადი ყოფილიყო. თითოეული კერძის შემთხვევაში, ინდივიდუალურად ვამუშავებდით ვიზუალურ მხარეს. გვექნება ფერადი სოუსები. არც ერთი კერძი არ მივა სტუმართან ისე, უბრალოდ. ეს იქნება თეფშზე დახატული, ძალიან გემრიელი, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. ანუ აბსოლუტურად ახალი ვიზუალური მხარის გარდა, კერძებს განსხვავებული გემოვნური თვისებებიც ექნებათ“, - აცხადებს მარიამ დვალიშვილი.


 



პანდემიის პერიოდში, როდესაც სტუმართ-მასპინძლობის სექტორი, რთულ მდგომარეობაში, „King David“-ის გუნდში იმედი აქვთ, რომ რესტორნის ახალი კონცეფცია გასტრონომიულ რევოლუციას მოახდენს და რესტორანს სტუმრების ნაკლებობა არ ექნება.

 

„ამ რთულ პერიოდში ძალიან ბევრი კომპანია, მით უმეტეს ამ სექტორში დიდ გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მომხარებელს ვთავაზობთ სრულიად ახალ კონცეფციას კერძების სახით, რომელიც ნამდვილად იქნება გასტრონომიული რევოლუცია, ვფიქრობთ გაამართლებს და ნამდვილად საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ჩვენთვის. რესტორანი გათვლილი იქნება ბიზნეს ლანჩებზე, რადგან „King David“-ის A კლასის ბიზნეს ცენტრში, ბევრი წამყვანი კომპანიაა განთავსებული და მათთვისაც ძალიან კომფორტული იქნება ბიზნეს შეხვედრების რესტორანში გამართვა. კომპანიის თანამშრომლებს არ მოუწევთ შენობიდან გასვლა, რაც გარკვეულწილად დიდ კომფორტს წარმოადგენს ყველასთვის“, - ამბობს მარიამ დვალიშვილი.

 

„King David“- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რესტორანი იქნება მხოლოდ King David-ის სივრცეში და სხვაგან ფილიალის გახსნა არ იგეგმება. „კომერსანტის“ კითხვაზე ვინ იქნებიან რესტორნის სტუმრები, მარიამ დვალიშვილი გვპასუხობს, რომ „Meta Restaurant“-ის საფასო პოლიტიკა მხოლოდ მაღალი შემოსავლის მომხმარებელზე არ იქნება გათვლილი.

 

„ბევრი ფიქრის შემდეგ ჩვენი კონცეფცია მოიცავდა შემდეგს, რომ მიგვეღო ყველა ტიპის სტუმარი - ბიზნეს, თუ ლანჩ შეხვედრებისთვის, ან უბრალოდ დასვენებისთვის. ჩვენი რესტორანი არ იქნება მხოლოდ მაღალი შემოსავლის  მომხმარებელზე გათვლილი და ფასებიც ყველასთვის მისაღები იქნება. შესაბამისად განურჩევლად მიზნისა ყველას ექნება საშუალება გვეწვიოს და დააგემოვნოს ჩვენი კერძები“, - განუცხადა „კომერსანტს“ მარიამ დვალიშვილმა.




თეგები:
Meta Restaurant



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up