სინერჯი კაპიტალი სასამართლომ რეაბილიტაციის რეჟიმში გადაიყვანა

სინერჯი კაპიტალი სასამართლომ რეაბილიტაციის რეჟიმში გადაიყვანა

access_time2022-02-01 16:00:59

„სინერჯი კაპიტალი“ რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიის დირექტორის პაპუნა ტოლიაშვილის განცხადების საფუძველზე მიიღო.


2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მოვალის კაპიტალის ჯამური ვალდებულება შეადგენს 14 984 647 ლარს, ხოლო აქტივების საბალანსო ღირებულებაა 12 590 725 ლარი, შესაბამისად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით სს „სინერჯი კაპიტალი“ წარმოადგენს გადახდისუუნარო კომპანიას.


„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 14 იანვარს განცხადებით მომართა მოვალე სს „სინერჯი კაპიტალის“ დირექტორმა პაპუნა ტოლიაშვილმა, იმაზე მითითებით, რომ სს „სინერჯი კაპიტალი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს; იგი 2018 წელს დააფუძნა შპს „სინერჯი ჯგუფმა“; მისი ძირითადი საქმიანობაა, მოძებნოს/შეაფასოს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიები და შეისყიდოს წილი, ხოლო, მეორე მხრივ, მოიზიდოს ინვესტორები – ფიზიკური პირები, რომელთაც მინიმალური თანხებით – 3000 აშშ დოლარიდან შეუძლიათ წილების შეძენა, გრძელვადიანი მოგების მიღების მიზნით. ამის პარალელურად, კომპანია ახდენდა აქციების ემისიას, ყოვეთვიური ფიქსირებული დივიდენდით, რაც გამოიყენებოდა კომპანიების დამატებითი წილების ყიდვისა და მათთვის სესხების გაცემის, ასევე სს „სინერჯი კაპიტალის“ საოპერაციო ხარჯების დაფინანსებისათვის. 2020 წლის 22 ივლისს ძალაში შევიდა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, სს „სინერჯი კაპიტალს“ შეეზღუდა არაგათვითცნობიერებულ ინვესტორებზე მუშაობა და საჯარო შეთავაზებების გაკეთება, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტორთა წრე. ასევე, შეეზღუდა აქციების ემისია, რამაც კიდევ უფრო გაართულა თანხების მობილიზაცია. საწარმომ დაიწყო საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციის პროცესი, თუმცა გაუთვითცნობიერებელ ინვესტორებზე მუშაობისთვის საჭიროა ავტორიზაციის მოპოვება, რაც ურთულესი პროცედურაა და საჭიროებს მოცულობით ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ასევე ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო, პორტფელურ კომპანიებს შეექმნათ სირთულეები, ნაწილმა საერთოდ შეაჩერა საქმიანობა. 2021 წლის აგვისტოშიკი საგადასახადო გირავნობით დაიტვირთა სს „სინერჯი კაპიტალის“ ყველა აქტივი. 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მოვალის კაპიტალის ჯამური ვალდებულება შეადგენს 14 984 647 ლარს, ხოლო აქტივების საბალანსო ღირებულებაა 12 590 725 ლარი, შესაბამისად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით სს „სინერჯი კაპიტალი“ წარმოადგენს გადახდისუუნარო კომპანიას“, - აღნიშნულია განჩინებაში.


სასამართლოს გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველად დარჩება კომპანიის დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი, რეაბილიტაციის ზედამხედველად კი დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – გიორგი ხუნდაძე.



სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებები.


კომპანიას პროცესის განმავლობაში აღარ დაერიცხება ჯარიმა-საურავები, ასევე ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დავალიანების უზრუნველყოფა; არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება; ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გარდა ამისა, ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა და ა.შ.


ცნობისათვის, „სინერჯი კაპიტალი“ შპს „სინერჯი ჯგუფმა“ 2018 წელს დააფუძნა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up