"სინერჯი" "აიტექნიკსის" პარტნიორი-მეწილე გახდა

access_time2021-10-24 17:00:47

კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯი“ „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა.შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.

„აიტექნიკსი“ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.კომპანია „Apple“-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით „Apple”-ის ავტორიზებული გამყიდველი. ამჟამად აქვს 4 ფილიალი, მათ შორის ერთი მაღაზია ბათუმში და ასევე სერვისცენტრი თბილისში.

როგორც აიტენქნიკსში აცხადებენ,ნებისმიერი თანამშრომლობის დაწყებისას, უმნიშვნელოვანესია საერთო ხედვებისა და მიდგომების ქონა, რაც  „აიტექნიკსსა“ და „სინერჯის“ აერთიანებს.

ჩვენი მთავარი მიზანია - შევქმნათ მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი, უნიკალური მომსახურების გამოცდილება და გარემო. ამდენად, ყოველთვის პრიორიტეტულია წინსვლა და განვითარება. მთავარი მოტივაცია, რის გამოც „სინერჯისთან“ პარტნიორობის გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ „აიტექნიკსი“ გახდეს მოწინავე კომპანია ქართულ ბაზარზე, შექმნას უმაღლესი სტანდარტების მქონე მომსახურება და სერვისი და განაგრძოს მომხმარებლებზე ზრუნვა.

გვჯერა, რომ „სინერჯისთან“ პარტნიორობით ჩვენს ყველა პოტენციალს სრულფასოვნად გამოვიყენებთ და „აიტექნიკსი“ მომხმარებლებისთვის შეუცვლელი ბრენდი გახდება. ვფიქრობთ, რომ  „სინერჯი“ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ჩვენს კომპანიას დაეხმარება მიზნების მიღწევაში, გაფართოებაში, კაპიტალისა და კომპანიის ღირებულის ზრდაში” - აცხადებენ  „აიტექნიკსში.


მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპიდან „აიტექნიკსმა“ შეიძინა წილობრივი პარტნიორი „სინერჯის“ სახით, კომპანიის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში.

„სინერჯის“ წარმომადგენელი თამარ ჯაბუა განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმება კარგ შესაძლებლობებს იძლევა შემდგომი განვითარებისთვის. 

„ძალიან კარგი კომპანია შემოუერთდა ჩვენს პორტფელს. „აიტექნიკსი“ თავისი არაჩვეულებრივი გუნდით და უკვე მიღწეული შედეგებით, ასევე თვითონ ბაზარიც, ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა შემდგომი განვითარებისთვის. მნიშვნელოვან ზრდის პოტენციალს ვხედავთ როგორც ასორტიმენტის გაფართოებაში, ისე ქსელის და დისტანციური გაყიდვების არხების განვითარებაში.“ - აცხადებს „სინერჯის“ წარმომადგენელი თამარ ჯაბუა. 

„სინერჯი“ არის კაპიტალის ზრდის კომპანია, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში და სტრატეგიულ-ორგანიზაციული განვითარებითა და საჭიროებისას კაპიტალის დამატებით, უზრდის მათ ღირებულებას.


წყარო: ბიზნესპარტნიორი





ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up