კორონავირუსისგან განკურნებული სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
მილანის San Raffaele-ს სახელობის კლინიკა იტალიის ექსპრემიერმა უკვე დატოვა. 83 წლის პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ COVID-19 მისთვის ყველაზე საშიში და სერიოზული გამოცდა იყო.
ბერლუსკონიმ ექიმებს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა, თანამოქალაქეებს კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
COVID-19 სილვიო ბერლუსკონის 2 სექტემბერს დაუდასტურდა.
imedinews.ge