იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სილვიო ბერლუსკონის მკურნალი ექიმი, ალბერტო ძანგრილო ავრცელებს.
„მონაკოში ჰოსპიტალიზაცია მოვითხოვე, ვინაიდან მიზანშეწონილად არ მივიჩნევდი იტალიაში მის დაბრუნებას. ორშაბათს სასწრაფოდ გავემგზავრე საფრანგეთში, სადაც ბერლუსკონი დროებით ცხოვრობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო“, - აღნიშნა იტალიის ყოფილი პრემიერის მკურნალმა ექიმმა.
84 წლის სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1994-1995, 2001-2006 და 2008–2011 წლებში იკავებდა.
imedinews.ge