სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

access_time2019-08-20 16:30:56


 

პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას.


“კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:


„რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა ხმაურის და პირადი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა, რაც ხელს უშლის საზოგადოებისათვის ობიექტური და დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდებას. შესაბამისად, საჭიროდ ვთვლით, მოგმართოთ ღია წერილით, სადაც პასუხს გავცემთ ყველა შეკითხვასა და ბრალდებას, რომელიც ბათუმი რივიერას პროექტის შესახებ მოგვისმენია. ამასთანავე ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად.


შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ე. წ. რივიერას ტერიტორიაზე ვგეგმავთ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას. თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში მწვანე ფასადებით  ხელს შეუწყობს ბათუმში სეზონის გახანგრძლივებას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, იქნება მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვის წყარო და ქალაქისთვის დიდი სარგებლობის მომტანი. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტია და მისი განხორციელების შემთხვევაში ობიექტზე  1000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ, აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადი  ყოველწლიურად დაახლ. 1.2 მილიონი დოლარი იქნება, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი  - დაახლ. 7 მლნ დოლარი. ამას ემატება ობიექტზე დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი, რომელიც წლიურად 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება.


პროექტის თანახმად, ამ ტერიტორიაზე ეტაპობრივად აშენდება 3 საცხოვრებელი და 2 სასტუმრო შენობები, თანამედროვე სტანდარტების იახტკლუბი, კეთილმოწყობილი პარკი, განსხვავებული კონცეფციის კაზინო – ნათელი, ღია ვიტრაჟებით, ზღვის და იახტკლუბის ხედებით, 2000 სტუმარზე გათვლილი მულტიფუნქციური კონგრესცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა. მცხოვრებლების და მათი სტუმრების ყურადღებას მიიპყრობს ზღვის ბუნებრივი წყლით შევსებული, ხელოვნური ლაგუნა, სადაც მათ მოემსახურებათ მცირე ზომის იახტები, გარშემო კი კაფეები და რესტორნები მოეწყობა. ეს ყველაფერი ამ ადგილს აქცევს ბათუმის მთავარი თავშეყრის ადგილად და მიზიდულობის ცენტრად.  ზონა, სადაც იგეგმება მშენებლობა, მიეკუთვნება საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ს, კ2 ინტენსივობის კოეფიციენტს ვითხოვთ 5-ს (პრაქტიკულად უპრეცედენტოდ დაბალი სიმჭიდროვეა ბათუმში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით. არაერთი პროექტი განხორციელებულა 10, 15 და 25 კოეფიციენტითაც კი!). პროექტის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით, იხილეთ ჩვენ მიერ მომზადებული, დასაბუთებული ინფორმაცია.


პროექტის შესახებ იხილეთ:


კომპანია Chapman Taylor-ის მიერ შემუშავებული გენგეგმა

რენდერი 1

რენდერი 2

 

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება „ბათუმის“ წარმომადგენლები მოითხოვენ საპროექტო ტერიტორიაზე გარემოს ზემოქმედების შეფასების დასკვნას. პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. პროექტის დამტკიცების პროცესი პირველივე დღიდან მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით, სხვადასხვა კომპეტენტური დასკვნების საფუძველზე. კანონმდებლობის თანახმად, პროექტის მახასიათებლებიდან გამომდინარე, არ არის სავალდებულო გზშ-ს მომზადება. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მივმართეთ საერთაშორისო იურიდიულ კომპანია „დენტონს საქართველოს“, რომლის დასკვნის თანახმადაც „ბათუმი რივიერას“ დაგეგმილი საქმიანობა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I ან/და II დანართით გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალს და არ არის საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადება“.


კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გზშ-ს მომზადების საჭიროებას ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ დამატებით მოვამზადეთ ბევრად სიღრმისეული და დასაბუთებული ჰიდროლოგიური, ბათიმეტრიული და გეოლოგიური დასკვნები, რომლის შესახებაც დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ.


დამატებით ინფორმაციისათვის. იხილეთ:


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი

დენტონსის დასკვნა

 

საჯარო განხილვებზე გაჟღერდა, რომ ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებშია მოქცეული და იგი ფარავს ისტორიულ ბათუმს. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი საპროექტო ტერიტორია ისტორიული, დაბალი განაშენიანების ბათუმის ქსოვილისაგან გამოყოფილია მრავალზოლიანი მიმართულებების რუსთაველისა და გოგებაშვილის გამზირებითა და მოედნით. ჩვენი შენობები არ ჩრდილავს ისტორიული ბათუმის მიდამოებს. ეს საკითხები შესწავლილია დიდი გამოცდილების მქონე ბრიტანული კომპანია „Chapman Taylor-ის“ სპეციალისტების მიერ. მათ შეისწავლეს ქუჩათა ქსელი, ისტორიული ბათუმის ქსოვილის აგებულება და პროექტი არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაში მომზადდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია ჩადებულია ჩვენი პროექტის გრგ-ში, იხილეთ ლინკი.


ბათუმი რივიერა - გრგ


გამჭოლი ხედის გეგმა



შეხვედრებისას ასევე წამოიჭრა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 1994 წელს მიღებული საზღვარია მოქმედი, რადგან ახალი საზღვრები არ დამტკიცებულა. ამ თემაზე კომპეტენტური დასკვნაში დასაბუთებულია, რომ  „დღეის მდგომარეობით  სამართლებრივი აქტები, რომლებიც დეტალურად არეგულირებენ   შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ განსახორციელებელი პროექტის ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო რეგულაციებსა და მოთხოვნებს არის:


•             „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;



•             „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;



•             „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონი;



•             „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბერის №50 დადგენილება;


ხოლო რაც შეეხება 1991 წლის 09 აპრილამდე არსებულ სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბკილის მინისტრთა საბჭოს 02.09.1994 წლის დადგენილებას - ამ აქტებს არ გააჩნიათ  იურიდიული ძალა. 


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი: სამართლებრივი მოსაზრება


თუკი გავცდებით სამართლებრივ ჭრილს, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დადგენილებები შეიქმნა მაშინ, როდესაც ბათუმი დაბალი განაშენიანების ქალაქი იყო! ჩვენ რომ 1994 წლის რეალობაში ვიყოთ, მაშინ ჩვენი პროექტიც სხვანაირი იქნებოდა. ფაქტია, რომ ბათუმი ძალიან შეიცვალა ბოლო წლების მანძილზე და მოგვწონს თუ არა - გვიწევს ახალ რეალობასთან შეგუება და შესაბამისად მოქმედება. ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ბათუმი იგივეა რაც იყო 15-20 წლის წინ.


კონცხის  მდგრადობასთან დაკავშირებული შეკითხვების საპასუხოდ, გთავაზობთ ამონარიდებს ჰიდროლოგიური დასკვნიდან, რომლის მოსამზადებლადაც მივმართეთ იტალიურ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია „Colleselli & Partners Ingegneria Geotechnica”-ს, რომელთაც აქვთ ჰიდროლოგიურ-გეოტექნიკური მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება. (სწორედ ეს კომპანია, სხვა უამრავ მნიშვნელოვან პროექტთა შორის, იყო ჩართული ვენეციის ახალი პორტის მშენებლობის და ძველი პორტის რეაბილიტაციის პროექტებში). მათ, მყვინთავების საშუალებით, საპროექტო ტერიტორიის გარშემო ჩაატარეს ბათიმეტრიული სამუშაოები, გამოიკვლიეს არსებული ნიადაგის სტრუქტურა, გარშემო არსებული სანაპირო ზოლი და მოგვაწოდეს კომპეტენტური დასკვნა, სადაც გამოკვეთილია შემდეგი საკითხები:


ნიადაგის პირობების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ დაპროექტებული საძირკვლის სისტემა შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.


არსებული პირობების გათვალსიწინებით, მიწისძვირს დროს ნიადაგის გაწყლოვანების რისკი უმნიშვნელოდ ითვლება და არ წარმოადგენს საფრთხეს ტერიტორიის ათვისებისათვის.


იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში, 1999 წელს მიწისძვრის შედეგად, ზღვაში მოხდა ინერტული მასების ჩამოშლა, კონსულტანტმა გამოიკვლია საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური და გეომორფოლოგიური მდგომარეობა. მათ მოგვცეს დასკვნა, განმეორების შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმავე მოვლენას ჩვენი კომპანიის დაგეგმილ საქმიანობაზე. ანალიზის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ინერტული მასების ჩამოშლას არანაირი  გავლენა არ ექნება სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე კოშკის საძირკველის სისტემაზეც კი, რადგან ის დაშორებულია სანაპირო ზოლისგან 150 მეტრით. მეორეს მხრივ, კონსულტანტმა დაადგინა, რომ ბათუმი რივიერას აშენების შედეგად ტერიტორიაზე დატვირთვის ზრდა ვერ იქნება ინერტული მასების ჩამოშლის მაპროვოცირებელი ფაქტორი.


კონსულტანტმა ასევე მოგვაწოდა დასკვნა ლაგუნას მშენებლობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პროექტის შუა ნაწილში მოეწყობა ხელოვნური ლაგუნა, რომელიც დაუკავშირდება არხით ზღვას და შესაბამისად შეივსება ზღვის წყლით. ლაგუნას მშენებლობას არ ექნება უარყოფითი გავლენა პროექტის ფუნდამენტის სიმტკიცეზე იმის გამო, რომ კოშკებს გაუკეთდებათ ხიმინჯები დიდ სიღრმეზე, რაც უზრუნველყოფს დატვირთვის გადატანას ფუნდამენტის ღრმა ფენებზე.

ასევე, ლაგუნა, რომელიც არსებული იახტ კლუბის გავლით, ზღვას დაუკავშირდება ახალი არხის საშუალებით, იგი არ მოახდენს არავითარ უარყოფით გავლენას ბათუმის კონცხის მორფოდინამიკაზე, შესაბამისად, არსებულ სანაპირო კედელსა და კანიონის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფორმაცია:

კომპანია კოლისელის შესახებ


კოლისელის კვლევა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური ფაილები

 

ჰაერისა და წყლის ცირკულაციის საკითხი - პროექტის გრგ-ს ერთ-ერთ ნაწილს წარმაოდგენს საპროექტო ტერიტორიის ფიზიკური გარემოს კვლევა, რომელზეც მუშაობდნენ ბრიტანელი სპეციალისტები. მათ შეისწავლეს ქარის მიმართულებები, ქუჩათა ქსელი და მათი ორიენტაცია და არსებული რეალობის გათვალისწინებით დააპროექტეს ტერიტორია. შესაბასად, ჩვენი პროექტი აბსოლუტურად ითვალისწინებს ჰაერის ცირკულაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და არავითარი ქარბორბალას წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს, როგორც ეს ბოლო შეხვედრაზე გაჟღერდა.


რაც შეეხება ლაგუნას, პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ტერიტორიაზე წყლის სათანადო ცირკულაცია მოხდეს და ყველა დეტალი იყოს  გათვალისწინებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვითანამშრომლეთ იტალიურ საინჟინრო კომპანიასთან, რომელმაც წყლის ცირკულაციის საკითხთან დაკავშირებითაც მოგვაწოდა კომპეტენტური დასკვნა, სადაც გაწერილია დეტალები, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: Colleseli - Water Circulation


საჯარო სხდომაზე გაჟღერდა, რომ ბურუნთაბიეს ციხე ჩვენ დავანგრიეთ, რაც არის აბსურდი და გვაქვს ამის დასამტკიცებელი მასალა. კერძოდ, ჩვენ ვეყრდნობით ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევას (არქიტექტურულ-ისტორიული კვევა), ასევე არქეოლოგიურ დასკვნას საპროექტო ტერიტორიისათვის.


ინფორმაციისათვის, ბურუნთაბიე იყო სათავდაცვო დანიშნულების მიწაყრილი, სადაც ზარბაზნები იყო განთავსებული მტრის ხომალდებისგან თავდასაცავად, რომელიც მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თურქებმა ააგეს. ბათუმის რეგიონის რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ სიმაგრეს იყენებდნენ სამხედრო დანიშნულებით და მოშორებული იყო ძირითად დასახლებას. საბჭოთა პერიოდში გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ტერიტორიაზე განთავსდა საცხვორებელი სახლები. ამავე პერიოდის დოკუმენტებით დასტურდება, რომ აქვე აშენდა გემთსარემონტო ქარხანა. ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით, ადგილობრივი მოსახლეობა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილდა, ხოლო ტერიტორიაზე მულტიფუნქციური შენობა აიგო, რომელიც ექსპლუატაციაში არ შესულა, რადგან ვარდების რევოლუციის შემდგომ იგი დაანგრიეს. დღეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერია აშენებული, იქ ტრიალი მინდორია. თავის დაზღვევის მიზნით, „სილქ როუდ ჯგუფ“-მა აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტთან ხელშეკრულება გააფორმა. ჩატარდა სამუშაოები, რომლის შედეგადაც ისტორიული შენობის კვალი არ აღმოჩნდა.  დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ:


არქეოლოგიური კვლევა.

კულტურული მემკვიდრეობის კვლევა

 

გარდა ამისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს გუგლის აეროფოტო მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია 2004 წლიდან. ამ ფოტოებზე დაყრდნობით ჩანს წლების ჭრილში საპროექტო ტერიტორიის განაშენიანება. ფოტომასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბურუნთაბიე, ჩვენს მიერ 2006 წელს ნაკვეთის შეძენამდე, დიდი ხნით ადრე უკვე აღარ არსებობდა.

 

დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შეკთხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოიხსნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიწის მცირე ნაწილზე. არქეოლოგიური დასკვნის თანახმად საპროექტო ტერიტორიაზე ისტორიული შენობის კვალი არ აღმოჩნდა. ამასთანავე, რამდენიმე წლის წინ, შპს „გეოგრაფიკმა“ მოიწვია სპეციალისტები და გასცა რეკომენდაცია ამ მიწაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე.

 

საერთოდ, ჩვენთვის გაუგებარია, ცარიელ მიწას, როგორ ან რატომ უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი?!

 

ვიმედოვნებთ, ჩვენი წერილის საშუალებით პასუხი გაეცემა ბევრ შეკითხვას და საზოგადოებას პროექტის შესახებ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ექნება.



გიორგი კაპანაძე
ბათუმი რივიერას დირექტორი


(R)








სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წლის...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...


მსგავსი სიახლეები

up