სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა

სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა

access_time2019-05-03 15:55:39


სილქნეტმა, მობილურ ქსელის მიმართულებით, მასშტაბური მოდერნიზაციის სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, მე-4 თაობის ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.





თბილისში, დღესდღეობით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გაძლიერებული 4.5G ინტერნეტით. უახლოეს ხანებში, დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში დასრულდება ზემაღალი სიჩქარის მობილური ინტერნეტ ქსელის სამუშაოებიც.
მნიშვნელოვანია, რომ საკურორტო სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა ბათუმსა და ზღვის პირეთში. ბათუმში, თბილისის მსგავსად, მომხმარებლები სარგებლობენ უსწრაფესი 4.5G მობილური ინტერნეტით.



„დღეისათვის ჯეოსელის ქსელის მოდერნიზაციისა და გაძლიერებისთვის ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ თბილისსა და ქვეყნის უმეტეს რეგიონში. გაძლიერებული 4.5G ქსელის პირობებში, მომხმარებლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეთანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად,რათა საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ აბონენტებს, - აღნიშნა სილქნეტის კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ.




140-მდე დასახლებულ პუნქტში დაინერგა 4.5G ქსელი, სადაც მანამდე ვერ სარგებლობდნენ აბონენტები მეოთხე თაობის ინტერნეტით.


(მახინჯაური, აჭყვა, ბობოყვათი, ჩაქვი, ქვედა კვირიკე, წყალწმინდა, ლანჩხუთი, ახალსოფელი, ჩიბათი, გრიგოლეთი, ჯაპანა, კეთილარი, ხაჯალია, ლესა, ნიგოითი, ნიგვზიანი, საჯავახო, სუფსა, ჭიათურა, არგვეთა, ბორითი, ჭიშურა, დაფნარი, ძირულა, გეგუთი, ილემი, ხევი, ხუნევი, კოპიტნარი, ქვედა ბაში, ქვედა ილემი, ლაშე, მაქათუბანი, მუხიანი, ოფშკვითი, რიკოთი, შორაპანი, შროშა, სიმონეთი, თხმელარი, ვარციხე, ზვარე, ტყიბული, წყალტუბო, აკურა, აფენი, არბოშიკი, არხილოსკალო, ახალსოფელი, ბადიაური, ბაკურციხე, ჩადუნიანი, ჩირინა, ჩუმლაყი, გავაზი, იორმუღანლო, კაბალი, კაჭრეთი, კაკაბეთი, ახალსოფელი, ყარაჯალა, კარდენახი, კართუბანი, კაზანიანი, ქვემო ალვანი, ლალისყური, მანავი, მაშნაარი, მაწიმი, მსხალგორი, ნანიანი, ოჟიო, პატარძეული, ფშაველი, საჭალე, სანავარდო, სართიჭალა, შაშიანი, შიბლიანი, შილდა, თამარიანი, ტიბაანი, წყაროსთავი, უჯარმა, უზუნთალა, ვაჩნაძიანი, ვაქირი, ვარდისუბანი, ვეჯინი, ველისციხე, ზემო ალვანი, ზემო ქედი, წნორი, ანანური, ჯვრის უღელტეხილი, ქსანი, მლეთა, მუხრანი, სნო, წილკანი, ჟინვალი, ძველი სენაკი, მალთაყვა, სამცაცხვი, წალენჯიხა, მესტია, ადიგენი, ახალდაბა, ასპინძა, ძველი, გოგაშენი, ხორკი, მინაძე, ორჭოსანი, ქულალისი, რველი, სხვილისი, ვაჩიანი, ვარძია, ვალე, კალინინო, კოდა, ქარელი, კასპი-ახალქალაქი, აგარა, აღაიანი, ბერბუკი, გომი, ფერმა, რუისი, საღოლაშენი, შავშვები, ტინისხიდი, წეროვანი).



მეოთხე თაობის ქსელი40-მდექალაქში, სოფელსა და დასახლებულ პუნქტში გაუმჯობესდა.


(თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი, ურეკი, სამტრედია, ზესტაფონი, ახმეტა, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, თელავი, დუშეთი, საგურამო, გუდაური, ყაზბეგი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ბორჯომი, დმანისი, მარნეული, რუსთავი, თეთრიწყარო, წალკა, გამარჯვება, ქუთაისი, გორი, ხაშური, სურამი).


(R)


თეგები:
სილქნეტი



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...


მსგავსი სიახლეები

up