სილქნეტმა მომხმარებელს ახალი მომსახურება, „ინტერნეტ მშობელი“ შესთავაზა

სილქნეტმა მომხმარებელს ახალი მომსახურება, „ინტერნეტ მშობელი“ შესთავაზა

access_time2020-09-14 17:00:26

სერვისი განკუთვნილია მშობლების მიერ მოზარდების ინტერნეტ საფრთხეებისგან დასაცავად.


სილქნეტის „ინტერნეტ მშობელი“ არის აპლიკაცია, რომლის აქტივაცია და ჩამოტვირთვა შეუძლია სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელს mysilknet.com პორტალის მეშვეობით ან მომსახურების ოფისში მისვლით. აპლიკაციას გააჩნია მარტივი მენიუ და იგი მუშაობს ნებისმიერ მოწყობილობაზე: პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. შესაძლებელია მისი ერთდროულად გააქტიურება 5-დან 10 მოწყობილობამდე.


„მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა პირველმა შესთავაზა თავის მომხმარებელს ასეთი საშუალება“,- ამბობს სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი, - „ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში, შვილები ბევრად უფრო კარგად ერკვევიან ინტერნეტში, ვიდრე მშობლები და ხშირად ხდება, რომ მშობლები ვერ აკონტროლებენ შვილებს, თუ რა საიტებზე შედიან, როცა კომპიუტერთან მარტო რჩებიან, ან მოიხმარენ მობილურ ტელეფონს. ამიტომ შევქმენით პროდუქტი, რომელსაც დავარქვით „ინტერნეტ მშობელი“. მისი შეძენა შეუძლია ჩვენი ოპტიკური ინტერნეტის ნებისმიერ აბონენტს. ამ აპლიკაციით მშობელი ყოველი თვის ბოლოს, ან ყოველი კვირის ბოლოს მიიღებს რეპორტს, თუ რა საიტებზე შედის მისი შვილი. ეს იქნება სრული აღწერა ამ საიტებისა და მათი კონტენტისა, იმისათვის, რომ მშობელმა უკეთ შეძლოს განსაზღვრა, თუ რამდენად მისაღები და უსაფრთხოა ეს მისი შვილისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისი ვრცელდება ბავშვებზე და მოზარდებზე მხოლოდ მათი არასრულწლოვანი ასაკის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ ბავშვების დაცვა ინტერნეტ სივრცეში დღესდღეობით არსებული რეალური საშიშროებისგან, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სწორედ ამიტომ შევქმენით ეს აპლიკაცია“.


პროდუქტი „ინტერნეტ მშობელი“ საშუალებას აძლევს მშობლებს აწარმოონ მონიტორინგი და დაიცვან არასრულწლოვანი შვილები ინტერნეტ სივრცეში არსებული ისეთი საფრთხეებისგან, როგორიც არის ბულინგი, პერსონალური მონაცემების ხელყოფა, არამართებული და ასაკობრივად გაუფილტრავი კონტენტი, სუიციდამდე მიყვანა, აზარტული თუ სხვა ე.წ. ლურჯი ვეშაპის მსგავსი თამაშები და აშ. სერვისს გააჩნია საშუალება, რომ ხელოვნული ინტელექტის მეშვეობით მოახდინოს სოციალური ქსელების ანალიზი ზემოთ ჩამოთვლილი საშიშროებების შესახებ. ასევე, აღნიშნული სერვისით შესაძლებელია მშობელი ონლაინ რეჟიმში ხედავდეს ბავშვის ადგილმდებარეობას.



აპლიკაცია „ინტერნეტ მშობელი“ ქართულ ენაზეა და მისი მარტივი მენიუს მეშვეობით მშობელს შეუძლია, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს არასრულწლოვანი შვილის, როგორც მობილური ტელეფონის, ასევე პერსონალური კომპიუტერის მონიტორინგი. სილქნეტმა აღნიშნული სერვისი უცხოურ კომპანია PureSight-თან თანამშრომლობით შექმნა, რომელსაც მსგავსი აპლიკაცია დანერგილი აქვს ამერიკაში და ევროპაში ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა T-Mobile, Cellcom, Cosmote და სხვა.


„ინტერნეტ მშობლის“ ერთი თვით სარგებლობის ღირებულება 3 ლარია, 5 სხვადასხვა
მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში და 5 ლარი - 10 მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში. სერვისის გააქტიურება შესაძლებელია როგორც iOS, ასევე ანდროიდზე.


სერვისი, მისი აქტივაციიდან 3 თვით, არის უფასო.


ინტერნეტ მშობლის გააქტიურება შესაძლებელია პორტალიდან www.mysilknet.com
აპლიკაცია:
მობილურისთვის (IOS და Android) https://bit.ly/32sm79J
ვებ პორტალი: http://silkmshobeli.ge/
გაიგე მეტი https://bit.ly/32k44m8


(R)


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up