„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს 4.5G ინტერნეტს სთავაზობს

„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს 4.5G ინტერნეტს სთავაზობს

access_time2019-12-06 10:35:35

კომპანია „სილქნეტი“ მუდმივად ავითარებს ფიქსირებულ და მობილურ ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ახორციელებს. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები მობილური ქსელის მოდერნიზაციისთვის ჩატარდა. სილქნეტი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა „ერიქსონი“ და „ჰუავეი“.


როგორც 2018, ისე 2019 წლის განმავლობაში, უმთავრეს პრიორიტეტად მობილური ქსელის გაუმჯობესება იქცა. ამ პერიოდში გაწეული ინვესტიციების მოცულობამ ასობით მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მობილური ქსელის მოდერნიზაციას მოხმარდა.


„სილქნეტმა“ განახორციელა დასახული მიზანი, წლის ბოლოსთვის, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველო სრულად დაეფარა ყველაზე სწრაფი 4.5G ქსელით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც არ იყო მეოთხე თაობის ქსელი, მოეხდინა ამ ტექნოლოგიის დანერგვა. ინტენსიური და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მაგისტრალზეც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს არამარტო ქალაქებსა და რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას შეუფერხებლად მიიღოს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი.


„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო ოპტიმიზაციის სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქშიც, მათ შორის მეტროპოლიტენში. ასევე, გააფართოვა მიმდინარე წლის ზაფხულში დანერგილი 4.9G ტექნოლოგიის არეალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უსწრაფესი, 1 გიგაბიტ/წამამდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით. ეს ტექნოლოგია 5G-ის წინამორბედია, რითაც სილქნეტი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. 4.9G სიჩქარე 7-ჯერ აღემატება დღეისათვის საქართველოში არსებულ, ყველაზე სწრაფ 4.5G ინტერნეტის სიჩქარეს. ეს ქსელი, თავდაპირველად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში: რუსთაველის, მიმდებარე ქუჩების, ვერა-ვაკის და ბაგების ტერიტორიაზე დაინერგა. დღეისათვის ამ ტექნოლოგიით სარგებლობა თბილისის სხვა უბნებშიც შესაძლებელია. მომავალ წელს „გიგაბიტ ელტეი“ თბილისს სრულად დაფარავს და ყველაზე დიდ ქალაქებსა და დასახლებებში დაინერგება.


წლის მნიშვნელოვანი პროექტი, სეზონის დადგომამდე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე და საზღვაო კურორტებზე ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოები იყო, რამაც განაპირობა მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტისა და უწყვეტი კავშირის მიწოდება დამსვენებლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზამთრის სეზონის მოახლოებისას, კომპანია ამჟამად სამთო კურორტების სტუმრებს უსწრაფესი მობილური ინტერნეტით უზრუნველჰყოფს - გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და აჭარაში.



ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ ააშენა ქსელი, რომელიც დღეისათვის ხარისხით და მობილური ინტერნეტის სისწრაფით უალტერნატივოა. მომხმარებელს შეუზღუდავ შესაძლებლობებს უხსნის, უპრეცენდენტო ინოვაციებს სთავაზობს სატელეკომუნიკაციო ბაზარს.


„სილქნეტი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 4,5G სარეკლამო კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 19 ლარად ერთთვიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტს სთავაზობს, რომ განახლებული ქსელი და სიჩქარე თითოეულმა აბონენტმა გამოცადონ. კამპანია სახელით „ეს უნდა გამოცადო“ 6 დეკემბრიდან დაიწყება.


„სილქნეტი“-ყველაფერი კავშირშია!


(R)


თეგები:
სილქნეტი



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up