სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო

სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო

access_time2021-04-15 09:55:12

ყველასათვის ცნობილი Speedtest® აპლიკაციას მომხმარებლებს სთავაზობს Ookla - ოკლა, მსოფლიოში აღიარებული მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების და მონაცემთა ანალიზის კომპანია. Ookla Speedtest აპლიკაციის მეშვეობით სილქნეტი გამოვლინდა, როგორც 2020 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე სწრაფი მობილური ქსელის მომწოდებელი საქართველოში.


ამერიკული კომპანია Ookla, აწარმოებს ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებას ოკლას სპეციალური აპლიკაციის Speedtest.net მეშვეობით. ამ აპლიკაციით საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად ათობით მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. ოკლას მიერ ხდება მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლიც მიხედვითაც დგინდება ქსელის სისწრაფე. მისი მეთოდოლიგია ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით ახდენს მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტ (ფიქსირებული და მობილური)  ქსელების ხარისხს.


ოკლას მომსახურებით დღესდღეობით ძალიან ბევრი სერვის პროვაიდერი და მობილური ოპერატორი სარგებლობს, მისი პროდუქტები 30 ენაზეა ნათარგმნი და მას იყენებს ათასობით ბიზნეს კომპანია, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, უნივერსიტეტები და კომერციული ორგანიზაციები.


საქართველოში მობილური ინტერნეტ ქსელის ტესტირება კომპანია ოკლამ გასული წლის მეორე ნახევარში განახორციელა. სიჩქარის ტესტირების ჯილდო - Speedtest AwardsÔ ეყრდნობა კონკრეტული პერიოდის ექვთვიანი ტესტირების შეჯამებულ, ეგრეთწოდებულ ჯილდოს პერიოდის შედეგებს, რომლის დროსაც გენერირდება მონაცემები შემდგომი გადამუშავებისა და ანალიზის მიზნით.



საქართველოში გასული წლის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში ოკლას Speedtest® აპლიკაციით ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ საქართველოში სილქნეტს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი აქვს.


„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბოლო პერიოდის ინტენსიურმა მუშაობამ ჯეოსელის ქსელის გასაუმჯობესებლად დაატკიცა, რომ საუკეთესო ვართ ხარისხისა და სისწრაფის კუთხით. ჩენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლის ნომერ პირველი არჩევანი და სწრედ მომხმარებელზე ზრუნვით არის განპირობებილი, რაც აქამდე გავაკეთეთ. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური ბრენდის ოკლას მიერ გაცემული ჯილდო: „ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი საქართველოში, 2020“. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ქსელის გაძლიერებას. ეს მუდმივი პროცესია იმისთვის, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიურ წინსვლას ყოველთვის ავუწყოთ ფეხი და მომხმარებელს საუკეთესო ქსელი შევთავაზოთ“ - სილქნტის კომერციული დირექტორი, ბაჩო ჩინჩალაძე.


ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლი გამოიყენებს ჩვენს აპლიკაციას ყოველწლიურად ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად.  Ookla ახდენს ტესტირების შედეგების ანალიზს  რათა მიიღოს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის მონაცემების ობიექტური შეფასება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარულები ვართ, განვაცხდოთ, რომ სილქნეტის მობილური ქსელი - ჯეოსელი ყველაზე სწრაფი მობილური ქსელია საქართველოში. ეს ჯილდო ადასტურებს სილქნეტის ქსელის შეუფერხებელ მუშაობას, რაც გამოსცადეს მისმა მომხმარებლებმა გასული წლის მესამე და მეოთხე კვარტლის განმავლობაში“,- განაცხადა კომპანია Ookla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დაუგ სათლსმა. 

 

* Ookla® of Speedtest Intelligence® Q3–Q4 2020-ის მონაცემების ანალიზის მიხედვით. Ookla - ლიცენზირებული სავაჭრო ნიშანი და უფლებები დაცულია.

 

 

®


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up