„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

access_time2020-01-22 14:55:46

წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, მოაწერეს ხელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში პარტნიორობის შეთანხმებას. 

 

სილქნეტის და OneWeb-ის პარტნიორობის მიზანია თანამგზავრული ციფრული ეკოსისტემის მეშვეობით ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის OneWeb-ის ფართო დაფარვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდება, მათ შორის ყველაზე მოშორებულ და ძნელად მისაწვდომ რეგიონებში. 

 

ადრიან სთექელი,  OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორი: „დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბიზნესებს ესაჭიროებათ მუდმივი კავშირი საინფორმაციო რესურსებთან, მაგრამ ყველგან არ არის სათანადო გეოგრაფია ან საკმარისი რესურსი ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაგებად, OneWeb-ის რევოლუციური კავშირგაბმულობის ქსელი საშუალებას მისცემს ყველას ისარგებლოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ გადავდგით პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სილქნეტთან საპარტნიორო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. OneWeb მოწოდებულია უზრუნველყოს ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიის რეგიონში.“    

 

გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: სილქნეტი ყოველთვის ისწრაფოდა მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისთვის. გავაფორმეთ პარტნიორობის მემორანდუმი კომპანიასთან, რომელიც რევოლუციური, კოსმოსური კავშირგაბმულობის ქსელის შექმნას შეუდგა. ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოში გაჩნდება ციფრული კავშირგაბმულობის დამატებითი წყარო, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებს კონკურენციას კი არ გაუწევს, არამედ შეავსებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოშორებული ადგილებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ამა თუ იმ მიზეზით არ არსებობს.“  

 

OneWeb-მა გასული წლის თებერვალში გაუშვა დაბალი ორბიტის  დედამიწის თანამგზავრების პირველი რიგი. შემდეგი გაშვება დაგეგმილია 2020 წლის თებერვალში ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან. ეს დასაბამს მისცემს OneWeb-ის პროგრამას, რომელიც გულისხმობს ერთდროულად მინიმუმ 30 თანამგზავრის რეგულარულ გაშვებებს OneWeb-ის 650 თანამგზავრისგან შემდგარი პირველი სატელიტური ქსელის შესაქმნელად.   

 

OneWeb-ის შესახებ



OneWeb-ის ხედვა და მიზანია ინტერნეტის მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველგან და ყველასთვის. ამ მიზანს მოემსახურება კომპანიის მიერ დანერგილი დედამიწის დაბალორბიტალური თანამგზავრების და მიწისზედა სამომხმარებლო ტერმინალების გლობალური ქსელი მისაწვდომი, სწრაფი, მაღალი გამტარობის და დაბალი ლატენტობის საკომუნიკაციო სერვისების უზრუნველსაყოფად როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. OneWeb-ის ქსელი შესთავაზებს სრულიად ახალ მობილურ გადაწყვეტილებებს იმ ინდუსტრიებს, რომელიც დამოკიდებულია გლობალურ კავშირგაბმულობაზე, როგორიცაა მაგალითად, ავიაცია, საზღვაო და  საავტომობილო ტრანპორტი და სხვა. 

 

OneWeb მოწოდებულია აწარმოოს პასუხისმგებლიანი ოპერაციები კოსმოსში, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომ კოსმოსი საერთო ბუნებრივი რესურსია, რომელიც პასუხისმგებლიანი გამოყენების შემთხვევაში, დაეხმარება კაცობრიობას რევოლუციურად გარდაქმნას ცხოვრების, მუშაობის და კავშირის წესი.

 

OneWeb-ის საინვესტიციო პარტნიორები არიან Softbank, Airbus, Coca-Cola, Virgin, ინდური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Bharti, რუანდის მთავრობა და მექსიკური კონგლომერატი Grupo Salinas. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის OneWeb -ის შესახებ: http://www.oneweb.world

 

სილქნეტის შესახებ

სილქნეტი არის წამყვანი კონვერგენტული სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს სთავაზობს მთელი ქვეყნის მასშტაბით: მობილურ მომსახურებას,  ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას. მისი საბაზრო წილი 40 %-ს აღემატება.   

 

კომპანიამ 2019 წლის აპრილში 200 მილიონი დოლარის 5 წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც სავაჭროდ დაიშვა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ფინანსური მაჩვენებლების კუთხით გამოირჩევა, როგორც ძლიერი კომპანია. სილქნეტს მინიჭებული აქვს B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) საკრედიტო რეიტინგები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის სილქნეტის შესახებ: http://www.silknet.com/


(R)

 

 

 



თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up