სილქნეტის სპორტული კონტენტი ყველა მასშტაბურ მოვლენას ექსკლუზიურად აშუქებს

სილქნეტის სპორტული კონტენტი ყველა მასშტაბურ მოვლენას ექსკლუზიურად აშუქებს

access_time2016-05-31 11:05:06

Silk სპორტი საგანგებოდ შექმნილი კონტენტია Silk TV მომხმარებლებისთვის და ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგულ და მოთხოვნად პაკეტად სწრაფადვე იქცა. ის აერთიანებს სამ სპორტულ არხს, Silk სპორტ HD1, Silk სპორტ HD2, Silk სპორტ HD3. აღნიშნული არხები რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობენ ისეთ მასშტაბურ სპორტულ მოვლენებზე, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის ჩემპიონატები, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა.

 


Silk სპორტი აშუქებს საკალათბურთო რეპორტაჟებს, ევროლიგისა და NBA-ის, როგორც რეგულარული ჩემპიონატის, ასევე Playoff-ის ძალზედ საინტერესო თამაშებს; უიმბლდონისა და Masters-ების არაერთ ტურნირს. აღნიშნულ სპორტულ მოვლენებს SilkTV მომხმარებელი თვალს ადევნებს, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერებით. ახალ სეზონზე Silkსპორტ 3 საჩოგბურთო სამყაროს მთავარი ტურნირის Wimbledon-ის ტრანსლირებას იწყებს. 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ლონდონის კორტებზე გამართულ თამაშებს პროფესიონალი ქართველი კომენტატორები წარუძღვებიან.

 


SilkTV-ის მომხმარებელს სპორტული თემატური პაკეტი შეუძლია დაიმატოს ცხელი ხაზის ან პორტალის my.silknet.com მეშვეობით. მსურველებს, რომლებიც არ სარგებლობენ სილქნეტის ტელევიზიით, კომპანია ალტერნატიულ გზას თავაზობს აპლიკაციის სახით. თვეში 4 ლარად, ios, ანდროიდის სისტემის მობილურებზე და ტაბებზე მომხმარებელი, ერთჯერადი ჩამოტვირთვით, ქართულ და უცხოურ არხებზე წვდომას შეძლებს. მათ შორისაა Silk სპორტ კონტენტის ყველა არხი. ამ თემატური არხების თვალის მიდევნება ასევე შესაძლებელია ვებ გვერდზე www.silktv.ge შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

 



სხვა ქსელის ინტერნეტ მომხმარებლებს სილქნეტი თავაზობს სატელევიზიო პროდუქტს Silk ოპტიმას. მისი ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი - 15 ლარია. პროდუქტი აერთიანებს ყველა ქართულ არხს და მათ შორის Silk სპორტ თემატურ პაკეტს.

 


მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთანავე, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა არხი Silk უნივერსალი, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტელემაყურებლისთვისაც. სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET -TOP-BOX). ციფრული სიგნალით მოსახლეობა 20-მდე ქართულ არხს უფასოდ იღებს. ამ ჩამონათვალშია სილქნეტის არხი Silk უნივერსალი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობის - კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის ტურნირების რეტრანსლირებას ახდენს. ეს ის სპორტული მოვლენებია, რომელიც Silk სპორტის არხებზე გადის.
ექსკლუზიური კონტენტის გარდა, სილქნეტის სერვისის ინტერაქტიულობა სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარს დამატებით კომფორტს უქმნის. ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება შესაძლებელი ხდება გადახვევის და დაპაუზების ფუნქციის გამოყენებით.

 


წინ EURO 2016 გველოდება. ევროპის, რიგით მე-15, ჩემპიონატი სტარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, "სტად დე ფრანს"-ზე აიღებს, სადაც ტურნირს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები რუმინეთან შეხვედრით გახსნის. მართალია, მთელი ჩემპიონატის ტრანსლირება „პირველი არხის" პრეროგატივაა, მაგრამ SilkTV-ის სერვისის უპირატესობას აბონენტები სწორედ აქ დააფასებენ. მათ შეეძლებათ ნებისმიერი შეხვედრა გადაახვიონ და თავიდან ნახონ და კიდევ ერთხელ მიიღონ ის უდიდესი სიამოვნება, რომელსაც EURO 2016 გვპირდება.




რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up