კომპანიამ საკუთარი ონლაინ პლატფორმა სკოლის მოსწავლეთათვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა.
დისტანცირებული სწავლების პერიოდში, სილქნეტი სრულიად უფასოდ სთავაზობს მოსწავლეებს სასწავლო-საგანმანათლებლო პროდუქტს „საშინაო სკოლა“.
ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, როგორც Silk TV-ში, ასევე პორტალზე silkschool.ge და youtube-ზე. მეტი სიმარტივისთვის, გაუქმდა რეგისტრაციის აუცილებლობა.
„საშინაო სკოლა“ მოიცავს 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო-გაკვეთილებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა-ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილების სრულ სასწავლო კურსს. თითოეული გაკვეთილი ინფორმაციული ხასიათისაა და 15–20 წუთს გრძელდება.
მარტივი მენიუ საშუალებას აძლევს მოსწავლეს იოლად მოძებნოს სასურველი საგანი და თემა, გამოიყენოს გადახვევის და დაპაუზების ფუნქცია და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა.
ისწავლე სილქნეტთან ერთად. გისურვებთ ჯანმრთელობას.
#სილქნეტიზრუნავს
(R)