„სილქნეტის“ საგაზაფხულო აქცია - თემატური პაკეტები და უფასო ინსტალაცია

„სილქნეტის“ საგაზაფხულო აქცია - თემატური პაკეტები და უფასო ინსტალაცია

access_time2016-04-08 15:40:46

„სილქნეტი“,საგაზაფხულო აქციის ფარგლებში მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.

 

„სილქნეტი“, ახალი თაობის ინტერაქტიული ტელევიზიის საშუალებით, რომელიც გამორჩეულია არხების მრავალფეროვანი არჩევანით (180-ზე მეტი ქართული და უცხოური არხი), უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, ეთერის მართვით, „საგაზაფხულო აქციის“ ფარგლებში ანებივრებს მომხმარებელს უამრავი, სხვადასხვა სახის შეღავათით.

აირჩიეთ „სილქნეტი“, დარეგისტრირდითინტერნეტსა (10მგბ) დატელევიზიაზე (Standart) 35 ლარად და მიიღეთ ექსკლუზიური თემატური პაკეტები Silk Sport და Silk MIX უფასოდ.

სილქნეტის ახალი აბონენტები, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდებიან Silk TV-ზე, Standart პაკეტის არჩევის შემთხვევაში, რომელშიც შედის 51 ქართული არხი (ყოველთვიური გადასახადი - 9ლარი), გაუაქტიურდებათ უნიკალური, თემატური პაკეტები Silk Sport  და Silk Mix, რომლებითაც 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ უფასოდ. ხოლო, თუ Silk TV-ის ახალი აბონენტები აირჩევენ Lightან Lux პაკეტებს, უფასოდ  გაუაქტიურდებათ Silk Sport თემატური პაკეტი.

 

Light პაკეტი ქართული ტელეარხების სრულ რაოდენობასთან ერთად მოიცავს უხცოური არხების მრავალფეროვან არჩევანს. აღნიშნულ პაკეტში შემავალი 99 არხით სარგებლობის ყოველთვიური გადასახადი 20 ლარს შეადგენს. Lux პაკეტი კი, თვეში 30 ლარად, მოიცავს 133 ქართულ და უცხოურ არხს. 

 

„სილქნეტი“ უყურადღებოდ არც არსებულ მომხმარებელს ტოვებს. აბონენტები „საგაზაფხულო აქციის“ ფარგლებში Silk-ის სპორტულ არხებზე ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით და 10 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 5 ლარს.  


 

Silk სპორტი, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი პაკეტია, რომელიც აერთიანებს სამ სპორტულ არხს, Silk სპორტ HD1, Silk სპორტ HD2, Silk სპორტ HD3. აღნიშნულ არხებს გააჩნიათ გაშუქების ექსკლუზიური უფლება ისეთ მასშტაბურ სპორტულ მოვლენებზე, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის, პორტუგალიის ჩემპიონატები, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. 

 

Silk სპორტი აშუქებს საკალათბურთო რეპორტაჟებს,ევროლიგისა და NBA-ის, როგორც რეგულარული ჩემპიონატის, ასევე Playoff-ის ძალზედ საინტერესო თამაშებს; ასევე, უიმბლდონისა და Masters-ების არაერთ ტურნირს და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს.

 

აღნიშნულ სპორტულ მოვლენებს, Silk სპორტის თემატური პაკეტის არხების საშუალებით  შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერების სახით. 

 

Silk Mix აერთიანებს გასართობი არხების მრავალფეროვან არჩევანს. პაკეტში თავმოყრილია Silk ქიდსი, Silk კინო კოლექცია, Silk კინო ჰოლივუდი, Silk უნივერსალი. 

 

Silk-ის კინო არხები, საშუალებას იძლევა ყოველდღიურ რეჟიმში თვალი ადევნოთ ჰოლივუდისა და მსოფლიო კინო შედევრებს, ასევე თანამედროვე კინოინდუსტრიის კომედიური, სათავგადასავლო, საშინელებათა და სხვა ჟანრის ფილმებს.

 

Silk უნივერსალი, რომელიც ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმშია და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც წვდომა აქვს ციფრულ მაუწყებლობაზე, გთავაზობთ პოპულარულ ფილმებსა და სერიალებს, აგრეთვე ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატების რეპორტაჟებს.

 

„საგაზაფხულო აქციით“ კომპანია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს უფასოდ ჩაერთოს სილქნეტის ქსელში, მიიღოს ინტერნეტი და სატელევიზიო სერვისი, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში დაიმატოს თემატური პაკეტები  და თვალი ადევნოს მასშტაბურ სპორტულ მოვლენებს  სპორტული არხების მეშვეობით, რომელსაც ბაზარზე ექსკლუზიურად მხოლოდ სილქნეტი თავაზობს.



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up