სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“  საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

access_time2020-12-16 14:55:09

მთავარი არხის მიერ გაჟღერდა დეზინფორმაცია 15 დეკემბერს სასტუმრო რადისონიდან ტრანსლირებული ვირტუალური ღონისძიების მიმართებაში. გულსატკენია, რომ საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს. გვსურს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ: ეს საქველმოქმედო ღონისძიება გამართა „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმა“ და მისი ერთადერთი მიზანი და დანიშნულება იყო ფონდის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და დაჭრილი მეომრების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ჩვენი ფონდის ღონისძიებებს ტრადიციულად ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჩვენ მადლიერი ვართ იმისთვის, რომ მათ ამ ტრადიციას წელსაც არ უღალატეს.

 

ტრადიციულად, წლის ბოლოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ საზოგადოებას განვლილი წლის ანგარიშს წარუდგენს. წლევანდელის მსგავსად, 2019 წელსაც ეს ღონისძიება 15 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა წლევანდელისგან ძალიან განსხვავებულ ფორმატში, საქველმოქმედო გალა-ვახშმის სახით. 2020 წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო ღონისძიება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების დაცვით ვირტუალურ რეჟიმში  გაიმართა.  ფონდს არც პანდემიის პირობებში არ შეუჩერებია თავისი საქმიანობა. უფრო მეტიც, წელს ფონდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს. 15 დეკემბერს სასტუმრო რადისონიდან ტრანსლირებულ ვირტუალურ ღონისძიებას შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის, ამერიკის და საფრანგეთის ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატო-საქართველოს ძირითადი ჯგუფის ახლადდანიშნული ლიდერი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ქალთა ასოციაციისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

 



ღონისძიება  ფონდის დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაჭრილ მებრძოლებს სიტყვით მიმართა და ფონდის საქმიანობას გამოეხმაურა. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა და გამგეობის წევრმა დავით მამულაიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ფონდის 2020 წლის საქმიანობის დეტალური ანგარიში. წელს ფონდის მიერ გაღებული თანხები 655 000 ლარს აღემატება. დაფინანსდა 84 დაჭრილი მებრძოლი:  59 ვეტერანი და 25 სამხედრო მოსამსახურე.

ფონდმა დააფინანსა:

  • 24 ოპერაცია -   531,230.62 ლარით
  • 3 საზღვარგარეთ მკურნალობა - 23,006.62 ლარით 
  • 9 არასრულწლოვანი შვილების სარეაბილიტაციო კურსები და ოპერაციები - 15,463.67 ლარით
  • 15 ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფა -  39,778.89 ლარით
  • 1 ბენეფიციარის საცხოვრებელი ფართის ადაპტირება - 2,457.90 ლარით
  • 2 რეაბილიტაციის კურსი - 3,529.00 ლარით
  • 3 სასწავლო კურსი პროფესიული გადამზადების მიზნით - 4,328.25 ლარით
  • 27 სამედიცინო მომსახურება - 35,818.63 ლარით

„მიუხედავად იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც წელს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ჩვენი ქვეყანაც აღმოჩნდა, ფონდმა საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. ასეთ რთულ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გვერდით დავუდგეთ ჩვენს დაჭრილ მეომრებს და მათ საჭიროებებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. გვინდა, რომ ამაში ბევრი სხვა ადამიანი შემოგვიერთდეს, მათი თავდადების დაფასება ყველა მოქალაქის ვალია და დიდი პატივია“, - ამ სიტყვებით მიმართა ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა, ვირტუალურ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.


 

„კომპანია „სილქნეტი“ ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდის ანგარიშზე. საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ფონდისთვის და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ოდენობის თანხა იქნება ეს. როდესაც ჩვენი განწყობითა და დამოკიდებულებით მხარში დავუდგებით დაჭრილ მეომრებს და გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას მათ მიმართ, ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანხები, რომელსაც ჩვენ გავიღებთ. ყველა შემოწირულობა ერთნაირად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“,- განაცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.

 

ფონდის ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საფრანგეთის და ამერიკის ელჩებმა, ნატო-საქართველოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა და ამერიკის სამხედრო ატაშემ.

 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია სილქნეტმა 2018 წლის ზაფხულში დააფუძნა. ფონდი არსებობს იმისათვის, რომ მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ მეომრებს - ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენი დროის გმირებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური და მორალური ტრამვები მიიღეს ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ეს ადამიანები ჩვენგან დიდ მოწიწებას და პატივისცემას იმსახურებენ. ისინი თავიანთი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ფასად იცავდნენ ჩვენს მომავალს. დღეს კი ჩვენი ვალია, მხარში დავუდგეთ მათ. ერთად ჩვენ ბევრად უფრო მეტს გავაკეთებთ. - ასეთია ფონდის გამგეობის ხედვა.

 

 

®



თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up