თბილისში სილქნეტმა მზისენერგიაზე მომუშავე მულტიფუნქციური ობიექტების მონტაჟი დაიწყო, რომლებსაც WiFi მხარდაჭერა და ერთდროულად 4 მობილურისდამუხტვის ფუნქცია აქვს.
დედაქალაქში შერჩეულია ოცამდე ადგილი, სადაც სილქნეტის მრავალფუნქციური კონსტრუქცია განთავსდება. მოქალაქეებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დატენონ მობილური მოწყობილობები, ამავე დროს შეზღუდვის გარეშე ჰქონდეთ წვდომა სილქნეტის WiFi ინტერნეტთან. საღამოობით კონსტრუქცია განათების ფუნქციასაც შეასრულებს.
ეკოდამტენების მონტაჟი ივნისის ბოლოს დასრულდება. თითოეულის ადგილმდებარეობის მოძიებაGoogle Map-ში იქნებაშესაძლებელი.
ეკოდამტენების განთავსების ზუსტი მისამართებია: ბარათაშვილის სახელობის სკვერი; რიყის ტერიტორია; რუსთაველის გამზირი #10-ის ტერიტორია; პუშკინის სკვერი; ბარათაშვილის ქუჩა; ევროპის მოედანი; ბოტანიკური ბაღი; სანაპირო #19; ლისის ტბა; ორბელიანის სახელობის სკვერი; ვერის პარკი; 9 აპრილის ბაღი; ბუკიას ბაღი, მიწისქვეშა გადასასვლელთან; დავით აღმაშენებლის გამზირი #123; ჭავჭავაძის გამზირი, #74, კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის, ილია ჭავჭავაძის გამზირი #76, კუს ტბა; ვაჟა-ფშაველას გამზირი, გამყოლი ზოლი 3; მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ევგენი მიქელაძის, #12; კ. გამსახურდიას სკვერი -ფალიაშვილის ქუჩაზე; „მზიური“ - ჭავჭავაძის გამზ; “წითელი ბაღი” – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი.
სამომავლოდ პროექტი რეგიონებში გადაინაცვლებს.
სილქნეტის დაკვეთით სამუშაოებს SOLARTIA Group-ი ახორციელებს.
(R)