„სილქნეტი“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„სილქნეტი“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

access_time2020-09-16 11:15:53

საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე „სილქნეტი“ ზარალზეა. კომპანიამ წლის პირველი ნახევარი თითქმის 40 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. კომპანიას შემოსავლები უმნიშვნელოდ აქვს გაზრდილი, წლიურ ჭრილში ზრდა მხოლოდ 870 ათასი ლარია.


აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით „სილქნეტმა“ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 200 მლნ. დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდების კუპონმა 11% შეადგინა და ობლიგაციები 100%-იანი ღირებულებით განთავსდა. ევროობლიგაციები ინვესტორებმა სხვადასხვა ქვეყნიდან შეიძინეს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა შეძლებს თუ არა ზარალზე გასული კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს. თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საოპერაციო მოგება კომპანიას დადებითი აქვს და სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თავის ყველა ვალდებულებას მოემსახუროს.



„კომპანიას საოპერაციო ზარალი არ ჰქონია და ამ მხრივ ის მომგებიანია, შესაბამისად საკმარისი ფულადი სახსრების გენერირებას ახორციელებს იმისთვის, რომ მიმდინარე ვალდებულებებს რაც აქვს, ასევე კაპიტალურ დანახარჯებს სრულად მოემსახუროს. ფინანსური უწყისების მიხედვით, პანდემიის მიუხედავად „სილქნეტი“ ზრდას აგრძელებს და ზარალი რომელიც მას ჰქონდა კურსთაშორის სხვაობასთანაა დაკავშირებული. ევროობლიგაცია დოლარში ნომინირებულია და მოხდა კურსთაშორის ზარალის გადაფასება, ამან გამოიწვია ზარალი, რაც პოზიტიური ცვლილება არ არის, თუმცა ვალდებულებების მომსახურებას შეძლებს“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.


„სილქნეტის”კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი „კომერსანტთან” აცხადებს, რომ კომპანიის წმინდა ზარალი სრულად გამოწვეულია გრძელვადიანი სავალუტო ფინანსური ვალდებულებების საკურსო გადაფასებით, შესაბამისად ზარალი არარეალიზებულია.


„კომპანია ინარჩუნებს მყარ ლიკვიდობას და ფიქრობს, რომ არც ევრობონდის და არც რომელიმე სხვა სასესხო ვალდებულების მომსახურებას საფრთხე არ ემუქრება. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ანგარიში: 2020 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, სილქნეტის საოპერაციო მოგებამ და EBITDA-მ, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიების მომგებიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინდიკატორია, შეადგინა შესაბამისად 37 მლნ ლარი და 102 მლნ ლარი. Covid19-ით გამოწვეული მაკროეკონომიკული წნეხისა და ქვეყანაში ტურიზმის დონის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, კომპანიამ შეძლო საცალო შემოსავლების და ძირითადი საოპერაციო მაჩვენებლის შენარჩუნება და გარკვეულ შემთხვევებში, ზრდა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებთან მიმართებაში, რაც არსებულ ვითარებაში, კომპანიის მდგრად ოპერირებაზე მიუთითებს. პირველი 6 თვის საცალო შემოსავლები გაზრდილია 3%-ით, EBITDA გაიზარდა 2%-ით, ხოლო საოპერაციო მოგება - 4%-ით”, -განმარტავს ლიკა მეტრეველი.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის  თანახმად, გასული წელს „სილქნეტის“ ჯამური შემოსავალი 387.2 მილიონი ლარს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.44%-ით მეტი იყო. კომპანიის მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ზრდა ძირითადად შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება: 1. “სილქნეტმა” ჯეოსელი 2018 წლის პირველ კვარტალში შეიძინა, შესაბამისად შეძენამდე პერიოდის მაჩვენებლები 2018 წლის ანგარიშში სრულად არ შედის; 2. ფიქსირებული ინტერნეტის, Pay TV-ისა და მობილური ინტერნეტის შემოსავლების ზრდით.



თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up