სილქნეტი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში შეფერხების გარეშე მუშაობს

სილქნეტი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში შეფერხების გარეშე მუშაობს

access_time2020-03-25 12:10:01

სილქნეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სილქნეტი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ხალხის და ქვეყნის სამსახურში დგომას. დიდწილად ამ კომპანიის პროფესიონალებზეა დამოკიდებული დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერნეტისა და სხვა სერვისის შეუფერხებელი მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.


სილქნეტის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული. დასაფასებელია კომპანიის მთელი რიგი სამსახურების თავდადება და ენთუზიაზმი, მათ შორის კონტრაქტორი კომპანიების, რომლებიც ურთულეს ვითარებაში, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
სილქნეტი თბილისსა და რეგიონებში 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს დაკაბელების, ინსტალაციის და სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის, რომ ამ დღეებში კომპანია, საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად უზრუნველყოფს მარნეულსა და ბოლნისში აბონენტების მომსახურებას. სამონტაჟო ბრიგადები და მეკაბელეები სრულად არიან აღჭურვილი ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ეკიპირებით. სპეციალისტებს ყოველდღიურად ურიგდებათ პირბადეები, ბახილები, ხელთათმანები, კომპანიის ოფისი და აღჭურვილობა საგანგებოდ მუშავდება სპეციალური ხსნარით. ამჟამად, შესაბამისი ეკიპირებით უზრუნველყოფილი ათკაციანი ჯგუფი საკარანტინო ზონაში- მარნეულსა და ბოლნისში იმყოფება და სილქნეტის დაკვეთით მობილური და ფიქსირებული ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგს და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებს.


კომპანია სილქნეტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს.
მეტი პრევენციისთვის, დროებით შეჩერებულია ყველა სერვის ცენტრის მუშაობა, აეროპორტების ჩათვლით. თბილისისა და რეგიონების ადმინისტრაციულ შენობებსა და მომსახურების ოფისებში ტარდება პერიოდული დეზინფექცია და უსაფრთხო გარემოა შექმნილი იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც უწევს ოფისებში, სადგურებში მორიგეობა.


სილქნეტი ფეხდაფეხ მიჰყვება ყველა იმ საჭიროებას, რითაც შეუმსუბუქებს მოქალაქეებს ვირუსით გამოწვეული საგანგებო რეჟიმს.


პირველივე დღეებში კომპანიამ ფიქსირებული და მობილური ქსელიდან უფასო გახადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი და არსებული 10 ფიქსირებული სატელეფონო ხაზი, 40 არხით შეავსო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი - 116 001 სილქნეტის ქსელში 50 არხით ფუნქციონირებს და სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის.


სილქნეტის ნებისმიერი ქსელიდან უფასოდ უკავშირდებიან მსურველები ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 და ინფექციური საავადმყოფოს ნომერზე 595 395 566.



წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა სპეციალურად შექმნილი COVID-19-ის ცხელი ხაზის ნომერი 0 800 000 018, რომელიც, უფასოა როგორც აბონენტისთვის, ისე წითელი ჯვრისთვის.


24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი 2100100, სადაც შესაძლებელია, როგორც საინფორმაციო, ისე ტექნიკური მომსახურების მიღება. აქტიურია პორტალი mysilknet.com - რომელიც ერთგვარი ვირტუალური სერვის ცენტრია მომხმარებლებისთვის, სადაც საკუთარ ანგარიშებს თავად მართავს აბონენტი, ამოწმებს ბალანსს, ახდენს ანგარიშწორებას, პაკეტის აქტივაციას. მობილურის ბალანსის შემოწმება, შევსება, სიახლეების, აქციების თვალის მიდევნება, პაკეტების გააქტიურება, ონლაინ დახმარების მიღება შესაძლებელია ასევე პორტალიდან და აპლიკაციიდან My Silknet. ბალანსის შესამოწმებლად საკმარისია კომბინაციის *100#ok აკრეფვა, ხოლო ინტერნეტ პაკეტების დეტალურად ნახვა კომბინაციით *135#ok არის შესაძლებელი. მომხმარებლების განკარგულებაშია ვებ გვერდი www.silknet.com; ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი.


ნებისმიერი მოწყობილობით, ინტერნეტ წვდომის შემთხვევაში, საყვარელი გადაცემების, სპორტის და ფილმების ყურება შესაძლებელია აპლიკაციით Silk Go. პორტალზე http://www.silktv.ge/ ამ სერვისით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვინც სილქნეტის აბონენტი არ არის.


კომპანია სილქნეტი ზრუნავს, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი აქციები შეთავაზოს, მიაწოდოს სერვისი შეუფერხებლად და აბონენტებმა ისარგებლონ ფასდაკლებებით“-ნათქვამია განცხადებაში. 


(R)


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up