სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

access_time2021-03-06 14:30:55

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონი უჩა სეთურის  განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა განხილვის პროცესთან დაკავშირებით. ის აკრიტიკებს კომიტეტს, რომელმაც მისი აზრით, მხოლოდ „საკუთარ ინტერესებზე მორგებულ“ ორ მონოპოლისტ კომპანიას მისცა შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი აზრი კანდიდატების თაობაზე.


თავშივე უნდა განვაცხადოთ, რომ კომიტეტის სხდომა იყო საჯარო, მასზე ყველას შეეძლო როგორც დასწრება , ასევე საკუთარი პოზიციის გამოხატვა.


მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია არცერთ ქართველ თუ საერთაშორისო ექსპერტს, არასდროს ყოფილა მსგავსი შეფასება კომუნიკაციების კომისიის მხრიდან და მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაზრება ალბათ ბაზრის მდგომარეობას ვერ შეცვლის.


რაც შეეხება სინამდვილეს, საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე მოქმედებს ათობით სატელეკომუნიკაციო კომპანია, მობილურ სექტორში მუშაობს სამი სრულყოფილი ოპერატორი,  რომლებმაც შექმნეს და განავითარეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ქსელები, დანერგილია ბოლო თაობის ტექნოლოგიები, ხოლო მობილური მომსახურების ფასები და ერთ აბონენტზე შემოსავლები კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. რაც შეეხება ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარს, აქაც მაღალი კონკურენცია, ორი დიდი ოპერატორის გარდა ათობით საშუალო და პატარა კომპანია ოპერირებს.



საკომუნიკაციო ბაზარი მთლიანად გახსნილია ნებისმიერი ინვესტორისთვის და მათი საბაზრო წილი კომპანიების მიერ განხორციელებული გრძელვადიანი ინვესტიციებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ მხოლოდ „ორი კომპანია ქმნის ტელეკომ სექტორში ამინდს და იმსახურებს აზრის კითხვას“. ჯერ ერთი, კომუნიკაციების კომისია ბაზრების რეგულირებას სწორედ მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების ბაზრებზე თავისუფალი შემოსვლისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ორიენტირებით ახორციელებს, ხოლო მეორე, აღნიშნული არც რაიმე მტკიცებულებებითაა დასაბუთებული. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პოტენციური მეწარმე სუბიექტების შემოსვლა მარტივი ავტორიზაციის საფუძველზე ხდება და ბაზარზე ავტორიზებულ პირთა რიცხვი, კომისიის მონაცემებით საკმაოდ დიდია.


ყველაფერ ამის ფონზე კი ძალიან უცნაურად ჩანს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მონოპოლიის არსებობაზე საუბარი. გაურკვეველია, რას ემსახურება ასეთი ფორმით ბაზრის წარმოჩენა, ან იმ კომპანიების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება, რომლებიც ყოველწლიურად ასობით მილიონის ინვესტირებას აკეთებენ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მხოლოდ სილქნეტის მიერ ინვესტირებული თანხა 600 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი  განცხადებები არის მიუღებელი და საფუძველს მოკლებული. ვფიქრობთ, საკმაოდ ნათელია, რომ ეგრეთ წოდებულ „მონოპოლისტ კომპანიებს“ მუდმივად დაძაბული კონკურენციისა და გამოწვევების პირობებში უხდებათ საქართველოს ბაზარზე ოპერირება. განსაკუთრებით კი COVID19-ის გამო შექმნილ უმძიმეს დროს, როდესაც ჩვენს ქსელზე დატვირთვა წარმოუდგენლად არის გაზრდილი. ამ დატვრთვას ქსელი დღეს უპრობლემოდ უძლებს. ეს სწორედ იმ ძალისხმევის შედეგია, რაც ჩვენ ამ უდიდესი სირთულეებისა და კონკურენციის პირობებში გავწიეთ.


ვაცხადებთ, რომ ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ სრული გამჭვირვალობის,  მივმართავთ მარეგულირებელ კომისიასთან სამართლიანი და ღია მოლაპარაკებების გზას და ყოველთვის მივესალმებით ამ გზით მიღწეული კონსენსუსის ნიაგადზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.


ამჯერადაც გვჯერა, რომ ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რაც დღეისათვის დგას დღის წესრიგში, მოხდება ასეთივე სამართლიანი მოლაპარაკებების გზით მარეგულირებელ კომისიასა და ყველა ჩართულ მხარეს შორის. გვჯერა, რომ ამ საკითხებში გათვალისწინებული იქნება ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს არსებული ჯანსაღი კონკურენციის თანმდევია. ხოლო უსაფუძვლო და ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები სექტორში მონოპოლიზაციის არსებობის შესახებ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სასურველია, რომ ნებისმიერი განცხადება და პოზიცია დაფიქსირებულ იქნას დიალოგისა და მსჯელობის რეჟიმში, მარეგულირებელ ორგანოსა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ჩართულობით.


®

თეგები:
სილქნეტი



ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up