სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

access_time2021-02-23 20:50:44

სილქნეტში მასიური სისტემური განახლება მიმდინარეობს - IT ტრანსფორმაციის პროექტი სილქნეტს ციფრული სერვისების მიმწოდებელ კომპანიად გარდაქმნის. 10 მარტიდან სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება. 
პირველ რიგში, გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ თითოეულ ჩვენს აბონენტს, რომელსაც წუთით მაინც ჰქონდა ტექნიკური შეფერხება ჩვენი სერვისების მიღებისას. განუწყვეტელი ტექნოლოგიური პროგრესი და მომხმარებელზე ზრუნვა სილქნეტის ყოველდღიური სამუშაო პროცესია და ამას ემსახურება სილქნეტის ათასობით თანამშრომელი. 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროსა და გარემოში ჩვენი კომპანიის ტექნიკური გუნდი ასრულებს სამუშაოს, რომლის მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო მომსახურება - ყველა ის სატელეკომუნიკაციო სერვისი, რაც დღეს თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილია.  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენი მიზანია, IT ტრანსფორმაციის პროექტის მეშვეობით,   სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს და ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ ყველაზე თანამედროვე და კომფორტული მომსახურება. 

ვწუხვართ, ბოლოდროინდელი დისკომფორტისა და შეფერხებების გამო. ამჟამად, პრობლემების უმეტესობა უკვე აღმოფხვრილია და ახალ სისტემაზე გადასვლა, ფაქტიურად, დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ საბოლოო სამუშაოები, რის შემდეგაც, ჩვენ შეგვიძლია ყოველგვარი შეფერხების გარეშე, განვაგრძოთ მომსახურების უზრუნველყოფა. 

გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი მომხმარებელი, რომ ეს დროებითი ხარვეზები სულ მალე გამოსწორდება და ისინი სილქნეტისგან მიიღებენ უმაღლესი დონის, მსოფლიო კლასის მომსახურებას. მათი ყოველი სურვილი და მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება ჩვენს მიერ გაცილებით მოკლე დროში, ვიდრე ეს ხდებოდა აქამდე. ეს იქნება ახალი ციფრული პლატფორმის მქონე კომპანიის მიერ მოწოდებული შეუფერხებელი სერვისები, როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ქსელში. უკვე მარტის დასაწყისში, კონკრეტულად 10 მარტიდან, სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება.

(R)

თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up